ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტია აპირებს, „ქართული ოცნების“ პარლამენტში დააინიციროს ამნისტიის შესახებ კანონპროექტი, რომელიც 2024 წლის ნოემბრიდან 2025 წლის სექტემბრის ჩათვლით, საპროტესტო აქციების დროს დაკავებულ და დაჯარიმებულ მოქალაქეებს შეეხება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პირი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს
- 2 პროკურატურამ გორში ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილისთვის ბრალის წარდგენაზე უარი თქვა
- 3 6 პოლიციელი დააკავეს გორში მოქალაქეებზე ძალადობის ბრალდებით
- 4 „ყველა სცემდა, ვინც მოვიდა“ - გორში პოლიციელებმა მოქალაქეები სასტიკად სცემეს
- 5 „პოლიციელს ქვით დაუზიანა ჯანმრთელობა“ – შს მინისტრის მოადგილე გორში ძალადობაზე
- 6 დღეიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა
ამ ინიციატივის შესახებ ფრაქცია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ შალვა კერესელიძემ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მის გამოსვლამდე პარლამენტის წინაშე მოხსენებით „ქართული ოცნების“ პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი წარდგა.
„გამკაცრებული კანონებით კი ნუ ცდილობთ, აღიარება მოიპოვოთ, თუ ხელისუფალი გინდათ რომ გერქვათ, გადადგით ჰუმანური ნაბიჯები.
დიახ, თუ თქვენ გსურთ პოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვა, პოლიტიკური სტაბილურობა და პრეზიდენტის სტატუსის მოპოვება, ძალიან მალე, რამდენიმე დღეში ჩვენი საპარლამენტო გუნდი პარლამენტში წარმოადგენს ამნისტიის შესახებ კანონპროექტს, რომელიც 2024 წლის ნოემბრიდან 2025 წლის სექტემბრის ჩათვლით დაზარალებულ ადამიანებს შეეხება.
დღეს, პარლამენტის ტრიბუნიდან მოგმართავთ, მხარი დაუჭიროთ ამ ინციატივას და გაათავისუფლოთ ისედაც გაჭირვებული ადამიანები 5 000-10 000-ლარიანი ჯარიმებისგან, და გაათავისუფლეთ უსამართლოდ დაკავებული ახალგაზრდები, ის ადამიანები, რომლებიც „ოცნების“ ამომრჩეველსაც კი გულში ხინჯად აქვს დარჩენილი“, - განაცხადა შალვა კერესელიძემ.
როგორც მან აღნიშნა, ამ ნაბიჯის გადადგმის შემდეგ, მიხეილ ყაველაშვილს ექნება „სრული უფლება, რომ საკუთარი ხალხის და ქვეყნის წინაშე“ დეპოლარიზაციასა და მშვიდობის დამყარებაზე ისაუბროს.
„ეს იქნება სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პოლიტიკური აქტი, რომლის მიზანი იქნება საზოგადოების კონსენსუსის მიღწევა და დემოკრატიული სტაბილურობის აღდგენა. ამიტომ თქვენ გაქვთ კიდევ ერთი შანსი, იფიქროთ სახელმწიფოებრივად და იმოქმედოთ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, თავად მიიღოთ გადაწყვეტილება, ვის პრეზიდენტად გინდათ რომ დარჩეთ“, - აღნიშნა შალვა კერესელიძემ.
მანამდე, პარლამენტის ტრიბუნიდან მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, რომ გვერდით უნდა გადავდოთ „ჭარბი ემოციები“ და „მოვძებნოთ ის საკითხები, რომელთა გარშემოც შევძლებთ გაერთიანებას“.
