ბოლნისის რაიონში, დაბა კაზრეთში ერთ-ერთი საჯარო სკოლის საინფორმაციო მენეჯერს, ფიქრია ეპიტაშვილს შავებში ჩაცმული უცნობი მამაკაცი დაესხა თავს და სამართებლით სახეზე დაზიანება მიაყენა. შემთხვევა, 11 დეკემბერს მოხდა. ფიქრია ეპიტაშვილი თავდასხმას მის სამოქალაქო პოზიციას უკავშირებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში გარდაცვლილი ტაილანდელი იუთუბერის ოჯახი სუიციდის ვერსიას უარყოფს
- 5 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 6 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
„მივდიოდი სამსახურში, უკანა მხრიდან ვიღაცამ მხარზე ხელი დამადო. ყურსასმენი მოვიხსენი და შევტრიალდი, რა დროსაც შავებში ჩაცმულმა, ქუდი ეფარა და კაპიუშონი, წამოიღო ხელი და სამართებელი დამისვა სახეზე, ლოყაზე, სიტყვებით - „გაა*ვი შენ საყვარელ ევროპაში შენნაირ აგენტებთან და პიდარასტებთან“. ამ დროს სამართებელი გამოვგლიჯე, რის გამოც ხელზეც მაქვს ჭრილობა. ჯიკაობაში წავიქეცი, ეს ადამიანი გაიქცა. გარშემო არავინ იყო“, - უთხრა ფიქრია ეპიტაშვილმა ტელეკომპანია „პირველს“.
როგორც ის ამბობს, სასწრაფო სამედიცინო დახმარება და პოლიცია თავად გამოიძახა. დაზარალებული ქალი ჯერ საავადმყოფოში გადაიყვანეს, შემდეგ კი პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა.
ფიქრია ეპიტაშვილი მონაწილეობს მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებში, რაც 28 ნოემბერს, ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების გამოცხადებას მოჰყვა.
