საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი, 25 წლის ეთერ ლიპარტელიანი უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია. ეთერ ლიპარტელიანი პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტია, ვინც მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 5 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
- 6 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
საჩემპიონო გზაზე ეთერმა დაამარცხა კორეელი ჯუჰი კიმი, ნეიტრალური ათლეტის სტატუსით მოასპარეზე რუსი დარია კურბონმამედოვა, ფინელი პიჰლა სალონენი, თურქმენი მაისა პარდაიევა და ბოლოს, ქალთა შორის 57 კგ წონითი კატეგორიის ფინალში, იპონით იაპონელი მომო ტამაოკი.
ეთერ ლიპარტელიანი ქვემო სვანეთიდან, ლენტეხიდანაა. არის ახალგაზრდებს შორის ორგზის მსოფლიო ჩემპიონი (2019, მარაკეში, მაროკო; ვანტაა, ფინეთი, 57 კგ.), ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონი (2016, ვანტაა, ფინეთი, 57 კგ.) და ახალგაზრდებს შორის ევროპის თასის მფლობელი (2016, ანტალია, თურქეთი, 57 კგ.).

