პრორუსული და ძალადობრივი „ალტ ინფო“ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას კიდევ ერთი პრორუსული პარტიის, „პატრიოტთა ალიანსის“ დახმარებით აპირებს. ამის შესახებ „ალტ ინფოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ მახარაძემ განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დააკავეს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მანანა გიორგობიანი
- 2 ყვარლის საკრებულოს თავმჯდომარე გივი ზაუტაშვილი და მერის მოადგილე ლევან გელაძე დააკავეს
- 3 საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან თურქეთის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა
- 4 პროკურატურამ ოპოზიციის 8 ლიდერს ახალი ბრალდება წარუდგინა
- 5 „ოცნების“ შს მინისტრის მოადგილის პოსტზე გიორგი ბუთხუზი გიორგი სახოკიამ ჩაანაცვლა
- 6 „უკრაინა რთული არჩევანის წინაშეა“ - ზელენსკიმ ტრამპის გეგმას ერისადმი მიმართვაში უპასუხა
„ერთადერთი შანსი, არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, იყო პარტია, რომლის გაუქმებაც მათ არ შეუძლიათ. ერთადერთი პარტია კონსერვატიულ ფლანგზე, რომელთანაც იდეოლოგიურად არის თანხვედრა და რომლის დაბლოკვაც არ გამოდის, არის „პატრიოტთა ალიანსი“.
იურიდიულად ეს საპარლამენტო პარტიაა, ხელმოწერების შეგროვება და არაფერი არ სჭირდება, უკვე იღებს მონაწილეობას არჩევნებში. მისი დაბლოკვაც შეუძლებელია. ჩვენსა და მათ შორის პრინციპული შეთანხმება შედგა. დეტალებზე მიდის მუშაობა. აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებში, მარტო ჩვენ არა - კონსერვატიულ ფლანგზე ვინც არის მეტ-ნაკლებად წონიანი, მართლა კონსერვატიული ძალა, გაერთიანდება და „პატრიოტთა ალიანსის“ მეშვეობით, ეს დიდი ეროვნული ერთობა მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში“, - განაცხადა ზურაბ მახარაძემ.
8 აპრილს, საჯარო რეესტრმა „ალტ-ინფოს“ პარტია - „კონსერვატიულ მოძრაობა“ გააუქმა. რეესტრმა პარტიის რეგისტრაციის კანონიერება ანტიკორუფციული ბიუროს მიმართვის საფუძველზე შეისწავლა და დაადგინა, რომ 2021 წლის 6 დეკემბერს, „კონსერვატიულ მოძრაობა/ალტ ინფოს“ ხელმძღვანელობის მიერ რეგისტრაციის მიზნით წარდგენილი სადამფუძნებლო დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებდა კანონით დადგენილ მოთხოვნებს. „ალტ ინფოს“ ლიდერებმა განაცხადეს, რომ ხელისუფლებამ პარტია კანონის უხეში დარღვევით გააუქმა, რათა მას საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა ვერ მიეღო. გაუქმებამდე რამდენიმე დღით ადრე, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ ინფო“ საარჩევნო სუბიექტად დაარეგისტრირა.
ამის შემდეგ, „ალტ ინფომ“ არჩევნებში მონაწილეობა პარტია „ქართული იდეის“ მეშვეობით გადაწყვიტა, თუმცა 23 აპრილს, ანტიკორუფციული ბიუროს მიმართვის საფუძველზე, საჯარო რეესტრმა „ქართული იდეის“ რეგისტრირებული მონაცემების „კანონმდებლობასთან შესაბამისობის მოკვლევა“ დაიწყო. ამ პროცესის დასრულებამდე, ცესკომ „ქართული იდეის“ საარჩევნო სუბიექტად რეგისტრაციის პროცესი შეაჩერა.
საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება.
