რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული ვლადიმერ ცაბაძე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სამხარაძე: არაბმა პარტნიორებმა ინვესტიციების წინააღმდეგ კამპანიაზე რეაგირება გვთხოვეს
- 2 აბასთუმნის თავზე ფრენა აიკრძალა - რატომ ჩაკეტა სახელმწიფომ ცა იქ, სადაც ივანიშვილი ცხოვრობს
- 3 უცხოეთში მყოფ წვევამდელებს ჯარში გაწვევისას საქართველოში დაბრუნება მოუწევთ
- 4 საქართველო ევროპაში ბოლო ადგილზეა: პენსია ძირითადი ხარჯების მხოლოდ 22%-ს ფარავს
- 5 მეუფე ისაია უარყოფს, თითქოს კანდიდატურა მოსაყდრე შიოს სასარგებლოდ მოხსნა
- 6 პოლონეთში 5 თვის ჩვილის გარდაცვალების საქმეზე ნუგზარ ქავთარაშვილს ეძებენ
უწყების განცხადებით, ვლადიმერ ცაბაძის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) „ცხელი ხაზი“, ისე „ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი“. ეს საკითხი განიხილებოდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში გამართულ შეხვედრებზე და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე.
ვლადიმერ ცაბაძის გათავისუფლების შესახებ იუწყება ოკუპირებული ცხინვალის რეჟიმიც. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის განცხადებით, ქართულ მხარეს გადასცეს მოქალაქე, რომელიც სიგარეტის კონტრაბანდისთვის იხდიდა სასჯელს.
დე ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის ინფორმაციით, ქარელის მინიციპალიტეტის სოფელ საციხურში მცხოვრები 33 წლის ვლადიმერ ცაბაძე 2024 წლის 20 აპრილს, ზნაურის (ოკუპირებული ყორნისის) რაიონში, თამბაქოს ნაწარმის „სახელმწიფო საზღვარზე“ გადატანის მცდელობისთვის დააკავეს. 13 აგვისტოს ზნაურის ე.წ. რაიონულმა სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო და საერთო რეჟიმის გამასწორებელ კოლონიაში თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
„ორშაბათს, სასჯელის ვადის ამოწურვის გამო, სამართალდამრღვევი გათავისუფლდა და დადგენილი წესით ქართულ მხარეს გადაეცა“, - განაცხადეს ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტში.
დღეისათვის ცხინვალის ციხესა და იზოლატორში საქართველოს სულ მცირე 11 მოქალაქე იმყოფება.
