2019-2024 წლებში EU სამოქალაქო სექტორს 46.1 მლნ ევროთი დაეხმარა, მთავრობას 10-ჯერ მეტით

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ევროკომისიის გენერალური დირექტორატი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში (DG NEAR) საქართველოს მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ვეხმაურებით საქართველოს მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერის არასწორ ინტერპრეტაციას. მნიშვნელოვანია „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის კონტექსტში დაზუსტება. სამოქალაქო საზოგადოებასთან შედარებით, საქართველოს სამინისტროებს 10-ჯერ მეტი თანხა გამოეყო“,- ევროკომისიის გენერალური დირექტორატი X-ზე წერს, რომ 2019-2024 წლებში ევროკავშირისგან 517.82 მილიონი ევრო საჯარო უწყებებმა მიიღეს (მათ შორის 75 მილიონი ევრო პანდემიის დროს სესხის სახით), 46.1 მილიონი ევრო სამოქალაქო საზოგადოებას, ხოლო 6.1 მილიონი კერძო სექტორს ერგო.

საქართველოში ევროკავშირის დახმარების მიმღებთა პირველი ათეული ასეთია:

  • 111.55 მილიონი ევრო - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო/ადგილობრივი ხელისუფლებები;
  • 101.40 მილიონი ევრო - ფინანსთა სამინისტრო;
  • 62.75 მილიონი ევრო - თავდაცვის სამინისტრო;
  • 57 მილიონი ევრო - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო;
  • 30.5 მილიონი ევრო - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;
  • 25.07 მილიონი ევრო - ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;
  • 19 მილიონი ევრო - მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია;
  • 12.85 მილიონი ევრო -განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო;
  • 10.5 მილიონი ევრო - შინაგან საქმეთა სამინისტრო;
  • 7.4 მილიონი ევრო - მთავრობის ადმინისტრაცია;

მეთერთმეტეა პარლამენტი, რომელმაც ევროკავშირისგან 4.8 მილიონი ევრო მიიღო.

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება სინამდვილეში არა დახმარება, არამედ აგენტურის გამაგრებაა. ამის შესახებ მან 29 აპრილს განაცხადა, როდესაც ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების პარალელურად, მმართველმა პარტიამ რუსთაველზე მხარდამჭერები შეკრიბა. „ენჯეოების“ დაფინანსება, რომელსაც უცხოეთიდან ხშირად გვამადლიან და დახმარებაში გვითვლიან, სინამდვილეში, თითქმის მთლიანად აგენტურის გამაგრებასა და ხელისუფლებაში მათ მოყვანას ხმარდება. შესაბამისად, ამ თანხებს არავითარი საერთო არა აქვს დახმარებასთან და პირიქით, ერთადერთ მიზნად საქართველოსთვის სახელმწიფო სუვერენიტეტის წართმევას ისახავს“, - განაცხადა მაშინ ივანიშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილი არაერთხელ დაესხა თავს დონორ ორგანიზაციებს და თქვა, რომ საქართველოში „ევროკავშირის დაფინანსებაც გაუმჭვირვალეა“.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).