ზაზა თავაძე, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიის, „საქართველოსთვის“ წევრი, აცხადებს, რომ პოლიტიკიდან მიდის და საადვოკატო-საკონსულტაციო საქმიანობას უბრუნდება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სამხარაძე: არაბმა პარტნიორებმა ინვესტიციების წინააღმდეგ კამპანიაზე რეაგირება გვთხოვეს
- 2 აბასთუმნის თავზე ფრენა აიკრძალა - რატომ ჩაკეტა სახელმწიფომ ცა იქ, სადაც ივანიშვილი ცხოვრობს
- 3 უცხოეთში მყოფ წვევამდელებს ჯარში გაწვევისას საქართველოში დაბრუნება მოუწევთ
- 4 საქართველო ევროპაში ბოლო ადგილზეა: პენსია ძირითადი ხარჯების მხოლოდ 22%-ს ფარავს
- 5 მეუფე ისაია უარყოფს, თითქოს კანდიდატურა მოსაყდრე შიოს სასარგებლოდ მოხსნა
- 6 პოლონეთში 5 თვის ჩვილის გარდაცვალების საქმეზე ნუგზარ ქავთარაშვილს ეძებენ
„დღეს მიმაჩნია, რომ არც ისე მარტივი - ალბათ, უფრო რთული, მაგრამ ასევე პასუხისმგებლიანი ნაბიჯის გადადგმა მიწევს: კვლავ დავუბრუნდე ჩემს პროფესიულ, საადვოკატო-საკონსულტაციო საქმიანობას, სადაც პოლიტიკაში მოსვლამდე ვიყავი და იმავდროულად პარალელურად ბოლომდე მივიყვანო ჩემი სამეცნიერო-კვლევითი პროექტი გერმანიაში. კერძოდ, ვიურცბურგის უნივერსიტეტში, სადაც PhD ნაშრომის დაცვის დასკვნით ეტაპზე ვიმყოფები“, - წერს სოციალურ ქსელ Facebook-ში თავაძე.
ზაზა თავაძე გიორგი გახარიას პარტიას 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ შეუერთდა და თბილისის საკრებულოს წევრი გახდა.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის თავაძე „საქართველოსთვის“ პროპორციული სიის ათეულში იყო. გიორგი გახარიას პარტიამ, სხვა ბარიერგადალახული პარტიების მსგავსად, არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობა არ აღიარა.
2025 წლის ივლისში, „ქართული ოცნების“ პარლამენტმა ზაზა თავაძეს და გახარიას პარტიის სიის კიდევ 11 წევრს, საგაზაფხულო სესიის ყველა სხდომის არასაპატიო მიზეზით გაცდენის გამო, უფლებამოსილება შეუყვიტა. მოგვიანებით, „ქართული ოცნების“ პარლამენტში სიის შემდეგი 12 წევრი შევიდა.
„დარწმუნებული ვარ, როდესაც პოლიტიკას დასჭირდება ზაზა თავაძე, ის დაბრუნება პოლიტიკაში. ეს მხოლოდ პროფესიული კარიერიდან გამომდინარე მიღებული გადაწყვეტილებაა“, - განაცხადა „გახარია - საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი შარაშიძემ.
ზაზა თავაძე 2010 წლიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე იყო, 2016-2020 წლებში კი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა.
