ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა ეხმაურება რუსულ კანონზე ვენეციის კომისიის უარყოფით დასკვნას, რომლის თანახმადაც, კანონი არსებული ფორმით უკან უნდა იქნეს გაწვეული.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 2 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 3 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 4 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 5 ნატა ვიბლიანის გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მამის საფლავზე მოხდა - ადვოკატი
- 6 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
„ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის მკაცრი რეკომენდაცია „უცხოური გავლენის“ კანონის გაწვევის შესახებ საქართველოს ხელისუფლებისათვის აშკარა ნიშანი უნდა იყოს, რომ იგი არ მიიღოს და საქართველო ევროპულ ნორმებსა და პრინციპებს დაუბრუნდეს“, - ამბობს ცაჰკნა.
დასკვნას გამოეხმაურა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისიც. ის გამოთქვამს იმედს, რომ საქართველოს ხელისუფლება ვენეციის კომისიის რეკომენდაციას გაითვალისწინებს.
ვენეციის კომისიამ რუსულ კანონთან დაკავშირებით გადაუდებელი დასკვნა მოამზადა და 21 მაისს გამოაქვეყნა. 24-გვერდიანი დოკუმენტი სრულდება საქართველოს ხელისუფლებისადმი კატეგორიული რჩევით, გააუქმოს კანონი არსებული ფორმით, რადგან მისი ფუნდამენტური ხარვეზები გამოიწვევს მნიშვნელოვან უარყოფით შედეგებს გაერთიანების უფლებისა და გამოხატვის თავისუფლების, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის, საჯარო საქმიანობებში მონაწილეობის უფლების და დისკრიმინაციის აკრძალვის კუთხით.
„ქართული ოცნება“ ვენეციის კომისიის რეკომენდაციის გათვალისწინებას არ აპირებს. მმართველი პარტიის პოზიციით, რომელიც ბრიფინგზე დეპუტატმა სალომე ქურასბედიანმა წაიკითხა, დასკვნა მიკერძოებულია.
„ვენეციის კომისიის დასკვნა გაჯერებულია პოლიტიკური გზავნილებით, მოკლებულია სამართლებრივ, პროფესიულ დასაბუთებას და შეიცავს მთელ რიგ ფაქტობრივ არასწორ ინფორმაციას“, - განაცხადა ქურასბედიანმა.
უფრო მეტიც, „ქართული ოცნება“ მიიჩნევს, რომ ვენეციის კომისიას დასკვნა „დააწერინეს“ და ეს „პლატფორმა გამოიყენეს მიკერძოებული პოლიტიკური შეფასებების გასაკეთებლად, ნაცვლად პროფესიული მსჯელობისა“.
საქართველოს პარლამენტმა ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონი 14 მაისის პლენარულ სხდომაზე მესამე, საბოლოო მოსმენით მიიღო. მას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა, 30 კი წინააღმდეგი იყო. „ქართული ოცნება“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას მომავალ კვირაში გეგმავს.
