ვარშავის ცენტრში, კონსტიტუციის მოედანზე მდებარე ქართული რესტორნის წინ მომხდარი ჩხუბის შედეგად, საქართველოს ერთი მოქალაქე, 31 წლის მამაკაცი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია და პოლიცია ავრცელებენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში გარდაცვლილი ტაილანდელი იუთუბერის ოჯახი სუიციდის ვერსიას უარყოფს
- 5 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 6 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
პოლიციის ცნობით, ჩხუბის შედეგად საქართველოს სამი მოქალაქე დაშავდა, ერთ-ერთი მათგანი გულმკერდის ჭრილობით საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ექიმების მცდელობის მიუხედავად, გარდაიცვალა. მომხდართან დაკავშირებით საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს, რომელთა ვინაობას პოლიცია არ ასახელებს.
ადგილობრივი მედიასაშუალებები იუწყებიან, რომ ჩხუბი პარასკევს, გვიან საღამოს მოხდა. დაპირისპირება, რომელშიც, თვითმხილველების თქმით, 8-10 ადამიანი მონაწილეობდა, თავდაპირველად რესტორან „გენაცვალეში“ დაიწყო, შემდეგ კი გარეთ გაგრძელდა.
მედიის ინფორმაციით, გარდაცვლილ მამაკაცს გულმკერდის არეში ჭრილობა დანით აჰქონდა მიყენებული.
