„იმ უსამშობლოების სია უნდა გაკეთდეს, რომლებსაც არ სწამთ არც ღმერთის, არც მშობლის, არც ქვეყნის, არაფრის, რომ საზოგადოებამ იცოდეს, ვინ დგას და ვინ არის ორგანიზატორი ამ ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ მმართველი პარტიის მიერ ე.წ. მონაცემთა ბაზის შექმნასთან დაკავშირებით.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მზია ამაღლობელის მესამე სარჩელი სტრასბურგში პოლიციის მხრიდან სასტიკ მოპყრობას ეხება
- 2 კობახიძე ეთნიკური ქართველებისთვის მოქალაქეობის მიღების გამარტივებას აანონსებს
- 3 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 4 ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილი დადასტურდა
- 5 მოზარდზე ძალადობისთვის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსის მოადგილე დააკავეს
- 6 დასანქცირების შემდეგ ტელეკომპანია „იმედი“ აცხადებს, რომ საკუთარ ბანკს შექმნის
„რაც შეეხება იმ ბოლშევიკურ მიდგომას, რაც აქვს mona.ge-ს, mona.ge-ზე განსხვავებული აზრი ვისაც აქვს, იმის აფიშირება ხდება, ჩვენ ასე არ ვაკეთებთ. განსხვავებულო აზრი უნდა ჰქონდეს ნებისმიერს. ჩვენ ვამბობთ, რომ ის ვინც აბულინგებს საზოგადოებს, შეურაცხყოფს, ის ვინც ეკლესიას უტევს, ის ვინც საჯაროდ გამოდის და დამხობისკენ მოუწოდებს, მათი სახელი და გვარები იყოს იდენტიფიცირებული. ასე რომ ბოლშევიკური რუსული ფულით დაფინანსებული „ჩახდილების" და ხოშტარიას პროექტში არ აგერიოთ,“ - განაცხადა ზარქუამ.
დღეს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ პარტიული სტრუქტურების მეშვეობით, შექმნიან მონაცემთა ბაზას, რომელშიც თავს მოიყრის ინფორმაცია ყველა იმ ადამიანის შესახებ, „რომელიც ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არის ჩართული ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებს“.
„მიღებული იქნება ყველა ზომა, რათა კანონდარღვევა, ძალადობა და მუქარა არ დარჩეს სახელმწიფოს თუ საზოგადოების რეაგირების გარეშე. როდესაც საზოგადოებას ამაზე ექნება რეაქცია, მორალური შეფასება ამ საკითხების, თავისთავად უკვე, ეს ადამიანებიც მოერიდებიან ასეთი სახის ქმედებებს და განცხადებებს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
„ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი. სირცხვილი „ქართულ ოცნებას“ და მათ, ვინც მის მიერ ქართველი ხალხის იმედებისა და მისწრაფებების განადგურებას ხელს უწყობს“, - ასე გამოეხმაურა ევროპარლამენტარი, მირიამ ლექსმანი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას, ე.წ. მონაცემთა ბაზის შექმნის შესახებ.
