უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ თანამდებობის დატოვების მოთხოვნით უმაღლეს რადას (პარლამენტს) მიმართა. ინფორმაცია პარლამენტის თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკმა გაავრცელა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 2 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 3 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 4 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 5 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 6 ტაილანდელი იუთუბერი საქართველოში გარდაცვლილი იპოვეს
„უმაღლეს რადაში შემოვიდა განცხადება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასგან თანამდებობის დატოვების შესახებ,“- წერს სტეფანჩუკი სოციალურ ქსელში და განმარტავს, რომ განცხადებას უახლოეს პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.
კულება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს 2020 წლიდან იკავებს. თანამდებობიდან მის შესაძლო გათავისუფლებაზე გუშინ „უკრაინსკა პრავდა“ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, თუმცა სტატიაში ამ გადაწყვეტილების მიზეზები დასახელებული არ ყოფილა. გამოცემის ინფორმაციით, ყველაზე მეტად სავარაუდოა, რომ კულებას საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ანდრეი სიბიგა შეცვლის.
თავად დმიტრო კულებას გადადგომის შესახებ საჯარო კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
აღსანიშნავია, რომ 3 სექტემბერს პოსტი დატოვა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ვიცე-პრემიერმა, ოლგა სტეფანიშინამ, რომელიც თანამდებობაზე 2020 წლიდან დაინიშნა და ვიცე-პრემიერმა დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის საკითხებში ირინა ვერეშჩუკმა.
თანამდებობები დატოვეს სტრატეგიული მრეწველობის მინისტრმა, ოლექსანდრ კამიშინმა, იუსტიციის მინისტრმა, დენის მალიუსკამ და გარემოს დაცვის მინისტრმა, რუსლან სტრილეტსიმაც.
ქვეყნის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის მთავრობაში მეტი ცვლილებებია დაგეგმილი.
