რუსეთის სამხედრო სასამართლომ უკრაინაში მებრძოლი „ქართული ეროვნული ლეგიონი“ ტერორისტულ ორგანიზაციად ცნო. უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა (FSB) განაცხადა, რომ ლეგიონი 2014 წელს „უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პატრონაჟით“ შეიქმნა და „ეროვნული ნიშნის“ საფუძველზე დაკომპლექტებული ყველაზე დიდი შეიარაღებული ფორმირებაა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რიჟვაძის საქმეზე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი დააკავეს
- 2 მზია ამაღლობელს ერთ თვალში მხედველობა 10 %-მდე შეუმცირდა, მეორეში - 0,04 %-ია - ადვოკატი
- 3 პაპუაშვილი არჩევნებზე წალენჯიხის მერიის განცხადებას „საბოტაჟს“ უწოდებს
- 4 ივანიშვილ-კუპრაშვილის ბიურომ რუსული კანონების აღსრულება დაიწყო - არასამთავრობოები
- 5 სტიკერის გაკვრაზე მზია ამაღლობელი მეორედ გაასამართლეს და 1000 ლარით დააჯარიმეს
- 6 მანდატურზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს აქტივისტი ნინო დათაშვილი
„ლეგიონის წევრები მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს, ასევე მონაწილეობენ დივერსიისა და ტერორისტული თავდასხმების ორგანიზებაში რუსეთის ტერიტორიაზე, სამხედრო პერსონალის წამებასა და მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობაში“, - ნათქვამია FSB-ს განცხადებაში.
უშიშროების ფედერალური სამსახური აღნიშნავს, რომ ამიერიდან ლეგიონის წევრების „დანაშაულებრივი ქმედებების კვალიფიკაცია“ შესაძლებელი იქნება ტერორისტული დანაშაულის მუხლებითაც.
„ქართული ლეგიონი“ 2014 წელს შეიქმნა, როგორც მოხალისეთა ბატალიონი, 2016 წლიდან კი უკრაინის შეიარაღებული ძალების ნაწილი გახდა. მას მამუკა მამულაშვილი ხელმძღვანელობს.
რუსეთს მამუკა მამულაშვილზე საერთაშორისო ძებნა აქვს გამოცხადებული. საგამოძიებო კომიტეტი მას უკრაინის ტერიტორიაზე შეიარაღებული ფორმირების შექმნასა და ხელმძღვანელობას, „ქართული ლეგიონის“ და სხვა უკრაინული შეიარაღებული ფორმირებების საქმიანობაში საქართველოს სულ მცირე 24 მოქალაქის ჩართვას, ასევე, სიძულვილის გაღვივებას ედავება. თებერვლის ბოლოს, მოსკოვის სასამართლომ მამუკა მამულაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. რუსეთს ძებნა აქვს გამოცხადებული „ქართული ლეგიონის“ სხვა წევრებზეც.
გუშინ, 13 ივნისს, მამუკა მამულაშვილმა განაცხადა, რომ რამდენიმე თვის წინ მესამედ მოწამლეს, რაზეც უკრაინის სამართალდამცავ ორგანოებს გამოძიება აქვთ დაწყებული.
„თუმცა, ალბათ, საკმაოდ რთული იქნება გარკვევა, ვინ გააკეთა ეს. შემიძლია გითხრათ, რომ „ქართულ ლეგიონში“ რუსეთის დავალებით არაერთი ქართველი იგზავნება როგორც რეკრუტი და დიდი ალბათობით, შეიძლება მოხდა მათი ხელით. არ გამოვრიცხავ, რომ საქართველოს მთავრობა, რომელიც დღეს რუსეთთან თანამშრომლობს, აგზავნიდეს ადამიანებს, ვისაც ევალებათ ასეთი რაღაცის შესრულება“, - განაცხადა მამულაშვილმა.
2023 წლის შემოდგომაზე, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მამუკა მამულაშვილს ასახელდებდა იმ პირებს შორის, რომლებსაც, თითქოს, საქართველოში დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის მოწყობა ჰქონდათ დაგეგმილი. სუს-ს ამის დამდასტურებელი არცერთი მტკიცებულება არ წარმოუდგენია.
