რუსეთის მიერ ოკუპირებული დონეცკის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ 47 წლის ზაზა ცხოვრებაძეს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში 14 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 5 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
- 6 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
საქართველოს მოქალაქე უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს ბრძოლის გამო „გაასამართლეს“.
რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურატურის თანახმად, სასამართლომ დაადგინა, რომ ცხოვრებაძე უკრაინაში 2017 წლის იანვარში პოლონეთის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით ჩავიდა და „საქართველოს ეროვნულ ლეგიონს“ შეუერთდა, გაიარა საბრძოლო მომზადება და 2025 წლის ნოემბრამდე „დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში“ იბრძოდა.
ზაზა ცხოვრებაძე დამნაშავედ ცნეს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც გულისხმობს შეიარაღებულ კონფლიქტში დაქირავებული მებრძოლის მონაწილეობას.
ცხოვრებაძეზე რუსეთს საერთაშორისო ძებნა აქვს გამოცხადებული.
ამ თემაზე:
რუსეთმა გიორგი ბარამიძეს 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
