უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი აცხადებს, რომ დაზვერვის ქვედანაყოფებმა გაანადგურეს დიდი რუსული სადესანტო ხომალდი „კეისარ კუნიკოვი“, რომელიც უკრაინის ტერიტორიულ წყლებში ალუპკას მახლობლად იმყოფებოდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 2 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 3 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 4 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 5 ნატა ვიბლიანის გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მამის საფლავზე მოხდა - ადვოკატი
- 6 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც, სავარაუდოდ, გემზე დარტყმა ჩანს.
„კეისარ კუნიკოვის“ ჩაძირვის შესახებ უკრაინული მედია საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერდა. „უკრაინსკა პრავდას“ ინფორმაციით, სადესანტო გემზე თავდასხმა 14 თებერვალს, მთავარი სადაზვერვო სამმართველოს დრონებით მოხდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინის გენშტაბის განცხადებას არ გამოხმაურებია. მანამდე უწყებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 14 თებერვალს, შავი ზღვის აკვატორიის თავზე ექვსი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.
„კეისარ კუნიკოვი“ შავ ზღვაზე რუსეთის სამხედრო ფლოტის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სადესანტო გემია, რომელიც 1986 წელს ააგეს. 112.5 მეტრი სიგრძისა და 15 მეტრი სიგანის ხომალდს შეუძლია 650 ტონა ტვირთი 4700 მილზე გადაიტანოს. მისი რეგულარული ეკიპაჟი 87 ადამიანია.
რუსეთმა „კეისარ კუნიკოვი“ გამოიყენა 2008 წლის აგვისტოში, საქართველოს წინააღმდეგ ომში, შავი ზღვის ფლოტის სამხედრო ოპერაციების დროსაც. კერძოდ, 10 აგვისტოს ის მოქმედებდა როგორც რუსული გემების ჯგუფის ფლაგმანი ქართული კატარღების ჯგუფთან შეტაკებისას.
2022 წლის თებერვალში, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების დროს, „კეისარ კუნიკოვი“ ოკუპირებული ბერდიანსკის პორტში იმყოფებოდა. ის დაზიანდა იმავე წლის მარტში, როდესაც უკრაინულმა ძალებმა სადესანტო ხომალდი „სარატოვი“ ჩაძირეს.
