უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (SBU) საზღვაო დრონების გამოყენებით შავ ზღვაში დაარტყა ნავთობტანკერ „დაშანს“ (Dashan), რომელიც რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ნაწილად მიიჩნევა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „უკრაინა რთული არჩევანის წინაშეა“ - ზელენსკიმ ტრამპის გეგმას ერისადმი მიმართვაში უპასუხა
- 2 BBC-ის გამოძიება: თბილისში აქციების დასარბევად I მსოფლიო ომის დროინდელ ქიმიურ იარაღს იყენებდნენ
- 3 ფედერიკა მოგერინი ბრალის წარდგენის შემდეგ გაათავისუფლეს
- 4 აზერბაიჯანი საქართველოს მედიის სფეროში გამოცდილებას უზიარებს
- 5 ზურაბიშვილი საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს, კამიტის შესაძლო გამოყენება გამოიძიონ
- 6 პროკურატურამ ყვარლის მერის მოადგილეს და საკრებულოს თავმჯდომარეს ბრალი წარუდგინა
უკრაინულმა მედიასაშუალებებმა SBU-ში წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელეს ინფორმაცია, რომ თავდასხმისთვის Sea Baby-ს ტიპის საზღვაო დრონები გამოიყენეს.
კომორის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერი უკრაინის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში დაცურავდა და რუსეთის ნოვოროსიისკის პორტის ტერმინალისკენ მიემართებოდა.
„თავდასხმის შედეგად ტანკერმა კრიტიკული დაზიანება მიიღო. წინასწარი ინფორმაციით, ის მწყობრიდანაა გამოსული“, - ციტირებს „უკრაინსკა პრავდა“ თავის წყაროს.
გამოცემა Kyiv Independent-ის ცნობით, SBU-მ „დაშანის“ ღირებულება დაახლოებით 30 მილიონ დოლარად შეაფასა. უწყებაში განაცხადეს, რომ ტანკერს ერთი რეისით, როგორც წესი, დაახლოებით 60 მილიონი დოლარის ღირებულების ნავთობპროდუქტებს გადაჰქონდა.
ევროკავშირისა და ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული „დაშანი“ უკვე მესამე რუსული ტანკერია, რომელზეც უკრაინამ ბოლო ორი კვირის განმავლობაში შავ ზღვაში თავდასხმა განახორციელა.
„უკრაინის უსაფრთხოების სამსახური აგრძელებს აქტიური ზომების მიღებას რუსეთის ბიუჯეტში ნავთობიდან მიღებული შემოსავლების შესამცირებლად“, - განუცხადა CNN-ს უსაფრთხოების სამსახურში წყარომ.
ტანკერებზე თავდასხმების საპასუხოდ, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უკრაინას „შავი ზღვიდან მოკვეთით“ დაემუქრა.
28 ნოემბერს, შავ ზღვაში, თურქეთის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში, გამბიის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერებს „კაიროსსა“ (KAIROS) და „ვირატს“ (VIRAT) საზღვაო დრონებმა შეუტიეს. მომდევნო დღეს, რამდენიმე უკრაინულმა მედიასაშუალებამ, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ თავდასხმა უშიშროების სამსახურის სპეციალური ოპერაცია იყო. უკრაინული მედიის წყაროები აცხადებდნენ, რომ ტანკერებს „შესაძლოა, 70 მილიონ დოლარამდე ღირებულების ნავთობს გადაჰქონდათ და კრემლს საერთაშორისო სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარებოდნენ“.
2 დეკემბერს, თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ რუსეთის დროშის ქვეშ მცურავ „მიდვოლგა 2“-ზე (Midvolga 2) დრონის საშუალებით თავდასხმის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. უწყების ცნობით, ტანკერს რუსეთიდან საქართველოში მზესუმზირის ზეთი გადაჰქონდა. უკრაინულმა მხარემ განაცხადა, რომ ინციდენტთან კავშირი არ აქვს და ის შესაძლოა რუსეთის მიერ იყო დადგმული. საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში უარყვეს, რომ „მიდვოლგა 2“ საქართველოს საზღვაო ნავსადგურში მოემართებოდა.
