რუსეთიდან საქართველოში მზესუმზირის ზეთით დატვირთულ ტანკერს, Midvolga 2-ს შავ ზღვაში, თურქეთის სანაპიროდან 80 მილის დაშორებით თავს დაესხნენ. ამის შესახებ ინფორმაცია თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გაავრცელა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 5 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
- 6 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
არსებული ცნობებით, გემზე ეკიპაჟის 13 წევრი იმყოფება. როგორც თურქული მხარე აცხადებს, ისინი არ დაშავებულან და დახმარება არ დასჭირვებიათ.
გემი ჩართული ძრავებით თურქეთის ქალაქ სინოპისკენ მიემართება.
თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული, ზუსტად როგორ მოხდა ტანკერზე თავდასხმა.
პორტალ VesselFinder-ზე არსებული ინფორმაციით Midvolga 2 2014 წელს აშენდა და რუსეთის დროშის ქვეშ დაცურავს. ის მოხსენიებულია როგორც ქიმიური/ნავთობის პროდუქტების ტანკერი. მისი მფლობელი მოსკოვში რეგისტრირებული „შუა ვოლგის გადაზიდვების კომპანიაა“.
28 ნოემბერს, შავ ზღვაში, თურქეთის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში, გამბიის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერებს „კაიროსსა“ (KAIROS) და „ვირატს“ (VIRAT) საზღვაო დრონებმა თითქმის ერთდროულად შეუტიეს. ცეცხლმოდებული „კაიროსიდან“ ეკიპაჟის 25 წევრის ევაკუაცია განხორციელდა. დაკვამლიანება იყო „ვირატზეც“, სადაც 20 ადამიანი იმყოფებოდა. მომდევნო დღეს, რამდენიმე უკრაინულმა მედიასაშუალებამ, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ თავდასხმა უშიშროების სამსახურის სპეციალური ოპერაცია იყო, რომელიც მოდერნიზებული დრონების დახმარებით განხორციელდა. უკრაინული მედიის წყაროები აცხადებდნენ, რომ ტანკერებს „შესაძლოა,70 მილიონ დოლარამდე ღირებულების ნავთობს გადაჰქონდათ და კრემლს საერთაშორისო სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარებოდნენ“. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა მომხდარს „აღმაშფოთებელი ინციდენტი“ უწოდა და თურქეთის სუვერენიტეტზე თავდასხმად შეაფასა. თურქული მხარის განცხადებით, ტანკერებზე თავდასხმამ „სერიოზული საფრთხე შეუქმნა რეგიონში გადაზიდვებს, სიცოცხლეს, ქონებას და გარემოსდაცვით უსაფრთხოებას“.
