ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტს, ნატა ქაჯაია პარლამენტში მუშაობა ექვსი თვით აეკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი ავრცელებს. მისი თქმით, ჟურნალისტისთვის „აკრედიტაციის შეჩერება უკავშირდება სინდისის პატიმრების აბსურდულ საქმეზე მომზადებულ სიუჟეტს“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში გარდაცვლილი ტაილანდელი იუთუბერის ოჯახი სუიციდის ვერსიას უარყოფს
- 5 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 6 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
„ნატამ, გასულ შაბათს გადაცემისთვის („ნოდარ მელაძის შაბათი“) მოამზადა სიუჟეტი, სადაც შეეცადა გამოეკითხა პარლამენტის წარმომადგენლები, რადგან, პროკურატურა როგორც ამბობს, პარლამენტს ბიჭებმა ზიანი მიაყენეს. როგორც გვატყობინებენ, ნატასთან კითხვაზე პასუხის გაცემაზე უარი განაცხადა პარლამენტის სამეურნეო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსმა, თუმცა ამის მიუხედავად ჟურნალისტი მაინც პასუხის მიღებას ცდილობდა და ამისთვის ის დაისაჯა“, - ამბობს ადვოკატი.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც პარლამენტის აპარატმა ნატა ქაჯაია დაასანქცირა. გასული წლის ივნისში მას ჟურნალისტის აკრედიტაცია ერთი თვით „ხალხის ძალის“ დეპუტატის, სოზარ სუბარის მოთხოვნით შეუჩერდა.
საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის ახალი, მათი საქმიანობის შემზღუდველი წესი 2023 წლის თებერვალში დამტკიცდა.
მეათე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ბრძანება ჟურნალისტებს ავალდებულებს პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში შეწყვიტოს ინტერვიუ. ამ ვალდებულების დარღვევა იწვევს აკრედიტაციის შეჩერებას ერთი თვით, ხოლო განმეორებისას - 6 თვით.
