თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, სირიის საზღვართან ახლოს მომხდარი მიწისძვრების შედეგად, თურქეთში სულ მცირე 76 ადამიანი დაიღუპა. მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა სირიის მხარესაც. ოფიციალური მონაცემებით, დილის მდგომარეობით დაღუპულია 237 ადამიანი. თურქეთსა და სირიაში 1000-მდე ადამიანია დაშავებული.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 2 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 3 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 4 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 5 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 6 ტაილანდელი იუთუბერი საქართველოში გარდაცვლილი იპოვეს
საინფორმაციო სააგენტო Anadolu-ს ინფორმაციით, 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ქაჰრამანმარაშის პროვინციაში, დილის 4:17 საათზე მოხდა, რასაც გაზიანთეფის პროვინციაში, დაახლოებით 10-20 წუთის შუალედებით, მომხდარი 6.4 და 6.5 სიმძლავრის მიწისძვრები მოჰყვა. დაშავებულია 440-ზე მეტი ადამიანი.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად დაღუპულები ქაჰრამანმარაშის, გაზიანთეფის, შანლიურფას, დიარბაქირის, ადანას, ადიამანის, ოსმანიეს და მალათიას პროვინციების მცხოვრებლები არიან. ათობით შენობის ნანგრევებში მოყოლილების გადასარჩენად სამუშაოები გრძელდება.

ბიძგები იგრძნობოდა თურქეთის დედაქალაქ ანკარასა და სხვა ქალაქებშიც, მათ შორის, ტრაპიზონსა და რიზეში.
თურქეთი სეისმურად აქტიური რეგიონია. 1999 წელს, იზმითში მომხდარი მიწისძვრის შედეგად 17 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 250 000-ზე მეტი კი უსახლკაროდ დარჩა. მაშინ მიწისძვრის სიმძლავრე 7.6 მაგნიტუდა იყო.
