თურქეთში, პოპულარულ სათხილამურო კურორტზე, სასტუმროში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 76-მდე გაიზარდა. ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის, ალი იერლიკაიას განცხადებით, დაშავებულია 51 ადამიანი.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში გარდაცვლილი ტაილანდელი იუთუბერის ოჯახი სუიციდის ვერსიას უარყოფს
- 5 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 6 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
ბოლუს მთებში მდებარე კურორტ კარტალკაიას 12-სართულიან სასტუმროში ხანძარი 21 იანვარს, გამთენიისას გაჩნდა. იმ დოისთვის სასტუმროში 238 რეგისტრირებული სტუმარი იმყოფებოდა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის დადგენილი არ არის. ერთ-ერთი ვერსიით ცეცხლი რესტორნის ნაწილში გაჩნდა. ხელისუფლებამ გამოძიების ფარგლებში უკვე 9 ადამიანი დააკავა, რომელთა შორის სასტუმრო Grand Kartal-ის მფლობელიც არის.
76-ვე დაღუპულის ვინაობა ჯერ არ არის დადგენილი.
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 22 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა. ერდოღანის თქმით, მომხდარის მიზეზების დასადგენად ყველა საჭირო ნაბიჯი გადაიდგმება და ვინც პასუხისმგებელია ტრაგიკულ ინციდენტზე, პასუხს აგებს.
