„თუ სადმე ვინმეს რამე კონფლიქტი ჰქონდა, დარწმუნებული ვარ, რომ ეს კონფლიქტი მარტივად მოგვარდება“, - ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სპეცრაზმის ხელმძღვანელის, ზვიად ხარაზიშვილისა („ხარება“) და ქვემო ქართლის გუბერნატორის პირველი მოადგილის, გიორგი შინჯიკაშვილის დაპირისპირების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთის 2 361 მოქალაქეს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა 2024 წელს
- 2 უნდა შევძლოთ გადარჩენა და ევროპული მომავლისთვის მუშაობა - ამაღლობელი ციხიდან
- 3 პრორუსული „ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
- 4 მერაბ ტურავა „ქართული ოცნების“ მთავრობაში იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
- 5 რუსთავში დააკავეს „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობისთვის ბრალდებული უცხოელი
- 6 ჭიათურაში დააკავეს აქციის მონაწილე 4 მაღაროელი - მათ 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
ჟურნალისტებმა კობახიძეს ჰკითხეს, რა ხდება სოფელ მარტყოფში, სადაც „არავის უშვებენ“ და „გაურკვეველ ადამიანებს თვითნებური ბლოკპოსტები“ აქვთ მოწყობილი.
„კოვიდია და კარანტინი გამოაცხადეს. არაფერი ხდება. დრამატიზებას ახდენთ ამ ყველაფრის. თუ სადმე არის რაიმე გამოძიება დასაწყები, ამისთვის არსებობს შესაბამისი უწყებები, მაგრამ ჭარბ დრამატიზებას შეეშვით. ეს შესაბამისი უწყებების საქმეა. თუ დასაწყები იქნება გამოძიება, ყველაფერი იქნება დაწყებული.
ძალადობის უამრავ საქმეზე გამოძიება არის დაწყებული. ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ნებისმიერ ტიპის ძალადობა უნდა იყოს დაგმობილი, მაგრამ, აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ სწორედ თქვენი ტელევიზიები და თქვენი პოლიტიკური პარტიები ახდენდნენ და დღემდე ახდენენ ძალადობის კონკრეტული ფაქტების რომანტიზებას. ეს არის თქვენი ხელწერა, რაც არის ძალიან ცუდი. ძალადობა შობს ძალადობას. სახელმწიფოს ფუნქციაა ყველაფრის გამოძიება და მოქმედებს საკუთარი პასუხისმგებლობის მიხედვით“, - უთხრა კობახიძემ ჟურნალისტებს.
გავრცელებული ინფორმაცით, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორ ზვიად ხარაზიშვილსა (იგივე „ხარება“) და ქვემო ქართლის გუბერნატორის პირველ მოადგილე გიორგი შინჯიკაშვილს შორის დაპირისპირებაა. ამის შესახებ რეპორტაჟები „ტვ პირველმა“ და „მთავარმა არხმა“ მოამზადეს.
„პირველის“ ცნობით, შინჯიკაშივლის ახლო გარემოცვის წევრები და ე.წ. ხარებას რაზმი ერთმანეთს სიტყვიერად ლილოში, რესტორან „მაგნილიაში“ დაუპირისპირდნენ, რაც ქუჩაში ჩხუბით გაგრძელდა, სპორტსმენების არაფორმალურ დაჯგუფებასთან ერთად ადგილზე გიორგი შინჯიკაშვილიც მივიდა და სპეცრაზმელების ცემაში თავადაც მონაწილეობდა. „პირველის“ ინფორმაციით, მარტყოფში, საადაც ვიცე-გუბერნატორი ცხოვრობს, ადასტურებენ, რომ ჩხუბიდან მეორე დღეს, შინჯიკაშვილს სპეცრაზმელები ეძებდნენ და სოფელში შავი ჯიპების ესკორტი გადაადგილდებოდა. „პირველის“ ეთერში 15 ივნისს გასული სპეციალური რეპორტაჟის მიხედვით, გიორგი შინჯიკაშვილის მოკავშირეებმა მისი სახლისკენ მიმავალი გზა ავტომობილებით ჩაკეტეს და ასე იცავდნენ მას. ადგილზე გადაღებული კადრებიდან ჩანს, რომ შეკრებული მამაკაცები „პირველის“ გადამღებ ჯგუფს გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ.
ყოფილი ძიუდოისტი გიორგი შინჯიკაშვილი ჟურნალისტებთან კონტაქტზე არ გამოდის და არც სამსახურში ჩნდება. „გურჯაანშია, თავის მამიდასთან. მარწყვს კრეფდნენ, სხვათა შორის. შვებულება აიღო და არის თავისთვის... ისეთი ოჯახი გვაქვს ჩვენ, სოფელი კი არა, საქართველო დაგვიცავს... თუ საჭირო იქნება“, - განაცხადა გიორგი შინჯიკაშვილის მამამ. ტელეკომპანია „მთავარისა“ და „პირველის“ ინფორმაციით, შინჯიკაშვილმა ქვეყანა დატოვა და თურქეთში „გაიქცა“.
ზვიად ხარაზიშვილი ხელმძღვანელობდა გასულ თვეებში რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების დარბევას. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, რომელსაც 30 აპრილის ღამეს სპეცრაზმელებმა სცემეს, ამბობდა, რომ მის მიმართ მიზანმიმართული სადამსჯელო ღონისძიება სწორედ ხარაზიშვილმა განახორციელა. მოგვიანებით პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ირონია უწოდა ზვიად ხარაზიშვილის ნათქვამს, რომ სია აქვს და აქციებზე „არაკაცებს“ სცემს. „არ მგონია, რომ ეს იყო რაიმეს აღიარება“, - თქვა კობახიძემ.
