კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანში, ცოლის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, 46 წლის მამაკაცი დააკავეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ყვარლის საკრებულოს თავმჯდომარე გივი ზაუტაშვილი და მერის მოადგილე ლევან გელაძე დააკავეს
- 2 საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან თურქეთის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა
- 3 „ოცნების“ შს მინისტრის მოადგილის პოსტზე გიორგი ბუთხუზი გიორგი სახოკიამ ჩაანაცვლა
- 4 „უკრაინა რთული არჩევანის წინაშეა“ - ზელენსკიმ ტრამპის გეგმას ერისადმი მიმართვაში უპასუხა
- 5 BBC-ის გამოძიება: თბილისში აქციების დასარბევად I მსოფლიო ომის დროინდელ ქიმიურ იარაღს იყენებდნენ
- 6 თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, საქართველოში ჩამოვარდა C130 თვითმფრინავი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, მეუღლე - 43 წლის ქალი და მეუღლის ნათესავი - 14 წლის ბავშვი ცივი იარაღით დაჭრა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
2014-2022 წლებში საქართველოში 195 ქალი მოკლეს. ამავე პერიოდში რეგისტრირებულია 136 ქალის მკვლელობის მცდელობა, მათ შორის, ოჯახური ნიშნით - 54 ქალის, სხვა მოტივით - 82 ქალის.
2023 წლის მონაცემები ჯერ გამოქვეყნებული არ არის. სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, გასული წლის იანვარ-ივნისში 13 ქალი მოკლეს. ოჯახური დანაშაულის ნიშანი 7 შემთხვევაში გამოიკვეთა. სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ 2022 წლისგან განსხვავებით, როდესაც ქალთა მკვლელობის მცდელობების მაჩვენებელი აჭარბებდა მკვლელობის შემთხვევებს, 2023 წლის 6 თვის მონაცემებით, ქალთა მკვლელობების რიცხვი თითქმის 54%-ით აღემატებოდა მკვლელობის მცდელობათა რაოდენობას.
