კახეთის პოლიციამ ლაგოდეხის სოფელ კაბლიდან ცოლად შერთვის მიზნით 23 წლის ქალის გატაცების საქმეზე 5 პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 26 წლის მამაკაცმა ქალს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა და მასზე სექსუალურად იძალადა. გატაცებაში კიდევ 4 პირი მონაწილეობდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 2 ზახაროვა: რუსეთის წყალობით საქართველო ეკონომიკის ზრდის რეკორდულ ტემპს აჩვენებს
- 3 მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღებასთან დაკავშირებით 159 მსჯავრდებული შეიწყალა
- 4 ლავროვი: „3+3“ ფორმატში საქართველოსთვის კარი ღიაა
- 5 „ოცნება“ გრანტების კანონს კიდევ ამკაცრებს და 6 წლამდე პატიმრობა შემოაქვს
- 6 კალაძე შენობების ფასადების „ვანდალურად მოხატვისთვის“ კანონის გამკაცრებას ითხოვს
1998 წელს დაბადებული ა.მ. თავისუფლების ჯგუფურად, უკანონო აღკვეთისა და სქესობრივი დანაშაულის ბრალდებით არის დაკავებული, ხოლო 1969 წელს დაბადებულ ი.ფ.-ს, 1999 წელს დაბადებულ ჯ.ი.-ს, წარსულში ნასამართლევ 1996 წელს დაბადებულ ს.ა.-ს და 2003 წელს დაბადებულ მ.ბ.-ს ბრალად თავისუფლების ჯგუფურად, უკანონო აღკვეთა ედებათ.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ა.მ.-მ, ცოლად შერთვის მიზნით, 2000 წელს დაბადებულ გ.გ.-ს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა და მასზე სექსუალურად იძალადა. თავისუფლების უკანონო აღკვეთაში,ასევე, მონაწილეობდნენ ამჟამად ბრალდებულის სახით დაკავებულები: ი.ფ., ჯ.ი., ს.ა. და მ.ბ.“, - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ახალგაზრდა ქალი სოფელ კაბლიდან 28 ივლისს გაიტაცეს, ძალის გამოყენებით ჩასვეს მანქანაში და გაურკვევლი მიმართულებით წაიყვანეს. მომდევნო დღეს ქალი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში იპოვეს, გამტაცებლების დაკავების შესახებ ინფორმაცია კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს, 14 აგვისტოს გაავრცელა.
გატაცებული ქალის ბიძა აცხადებდა, რომ გამტაცებლებმა ძალა გამოიყენეს: „ჩემმა ძმისშვილმა თავის განცხადებაში დეტალურად უამბო პოლიციას, როგორ სცემდნენ და ემუქრებოდნენ იარაღით, რომ მოკლავდნენ მასაც და დაუხოცავდნენ მშობლებსაც, მაგრამ ვერ შეაშინეს. ის უნივერსიტეტის სტუდენტია, სხვა აღზრდა აქვს მიღებული და ამ ადამიანებთან საერთო არაფერი აქვს. 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ, როგორ შეიძლება ადამიანების გატაცება, თითქოს ის ცხოველი იყოს?! ასეთი საქციელისთვის ყველამ პასუხი უნდა აგოს“.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე და 137-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და გაუპატიურებას გულისხმობს. დანაშაულები 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
