ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში 23 წლის ქალი მოიტაცეს. შემთხვევა გუშინ, 28 ივლისს, საღამოს საათებში მოხდა. სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერში ჩანს, რომ ქალი რამდენიმე ადამიანმა ქუჩიდან გაიტაცა ავტომობილით, სადაც ის მისი ნების საწინააღმდეგოდ ჩასვეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 4 სამხედრო გაწვევის უწყება ვებგვერდზე გამოქვეყნდება და ჩაბარებულად ჩაითვლება
- 5 ივანიშვილის გინების შემდეგ, გიორგი კირვალიძეს საპროცესო შეთანხმება გაუუქმეს
- 6 მიმავალ ადამიანს ხშირად ზედმეტად აწუხებენ სამედიცინო საშუალებებით - პატრიარქი
როგორც „საქართველოს ამბებს“ ადგილობრივებმა უთხრეს, თელავში ავტომობილი მიტოვებული ნახეს. ქალის ადგილსამყოფელი ამ დრომდე დადგენილი არ არის.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს და 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. იგივე ქმედება ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ 4-დან 10 წლამდე პატიმრობით ისჯება.
ადგილობრივების თქმით, ახალგაზრდა ქალი სტუდენტია და თბილისში ერთ-ერთ უნივერსიტეტში სწავლობს.
