თბილისში, დიღომში, ტრანსგენდერი ქალი, 37 წლის კესარია აბრამიძე მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. მომხდარის დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
- 5 ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს ლაშა ფურცხვანიძე, რომელმაც 13 წლის ბავშვი იმსხვერპლა
- 6 „სააფთიაქო ნარკომანიის“ საქმეზე დააპატიმრეს ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე
კესარია აბრამიძე საკუთარ საცხოვრებელ ბინაში, სავარაუდოდ, ცივი იარაღით არის მოკლული. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. შსს-მ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
აპრილის ბოლოს კესარია აბრამიძე სოციალურ ქსელ Facebook-ში წერდა, რომ ძალადობის მსხვერპლი იყო, რის გამოც ქვეყნის დატოვებაც მოუწია.
„თითქმის 2 წელია ვიყავი ტოქსიკურ ურთიერთობაში. ხშირად მეკითხებიან რატომ გავქრი ტელეეკრანებიდან მიზეზი სწორედ ეს იყო. გაგიკვირდებათ და ვიყავი მანიპულაციის და ძალადობის ქვეშ. მე დავტოვე ქვეყანა სწორედ ამ მიზეზით, რომ თავი დამეღწია შექმნილი რთული სიტუაციისთვის. აუცილებლად დავბრუნდები და სათანადო ზომებს მივმართავ და აუცილებლად ვისაუბრებ საჯაროდ ამ თემაზე. არა ძალადობას! აქვე, მადლობა ჩემს კარის მეზობელს, რომელმაც გადამარჩინა, როცა ბოლოს სახლში მომივარდა, თორემ შეიძლება დღეს ცოცხალიც არ ვყოფილიყავი. სადღაც ერთი თვის წინ ტვინის შერყევით თვითონვე მიმიყვანა ღუდუშაურში, რაც დაფიქსირებულია ამ კლინიკაში. ამ პოსტს იმიტომ ვწერ, რომ ვიყო სხვა ქალებისთვის მაგალითი და წლები ნუ გაატარებთ მანიპულატორ ნარცის მოძალადესთან! არა ქალთა კვლას, რაც ასე გახშირებულია ჩვენს ქვეყანაში. მიუხედავად იმისა, რომ ფაქტია, ბევრი ქალისთვის სამაგალითო ვარ და უძლიერეს ქალთან ვასოცირდები, ჩემთანაც მოხდა ეს“, - კესარია აბრამიძის ეს პოსტი დღეს Facebook-ში აღარ იძებნება.
ამ თემაზე:
პოლიციამ კესარია აბრამიძის მკვლელობის ბრალდებით 26 წლის მამაკაცი დააკავა
