„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ (TI) ინფორმაციით, აჭარის მთავრობის არალეგიტიმურმა თავმჯდომარემ, დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებულმა სულხან თამაზაშვილმა და მისმა ოჯახმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სამებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების მომიჯნავედ, 2887 კვ.მ. დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთი უკანონოდ დაიკავეს და მასზე უკანონოდ აიშენეს საცხოვრებელი სახლი.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 5 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
- 6 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
TI-ის კვლევის მიხედვით, სულხან თამაზაშვილმა ქვედა სამებაში მდებარე ერთი - 2500 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 248 კვ.მ. შენობა-ნაგებობა (სურათზე: ნაკვეთი #1) თანასაკუთრებაში 2017 წლის 12 ოქტომბერს დაირეგისტრირა, თუმცა ამის შესახებ 2017, 2018, 2019, 2020, 2021 წლებში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციებში არ მიუთითა.
„როგორც Google Earth-ის ორთოფოტოდან ჩანს, ამ ნაკვეთზე მდგარი ძველი სახლი, სავარაუდოდ, 2020 წლის შემდეგ დაანგრიეს.
თამაზაშვილმა 2020 და 2021 წლებში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციებში, ასევე არ ასახა 2019 წლის 7 მაისს მის თანასაკუთრებაში რეგისტრირებული, სოფელ ქვედა სამებაში მდებარე მეორე - 2498 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (ნაკვეთი #2).
სულხან თამაზაშვილმა მიწის ეს ნაკვეთები და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა მხოლოდ 2022, 2023, და 2024 წლებში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციებში ასახა, მაგრამ 25%-იანი წილის ნაცვლად შეცდომით მიუთითა 50%. სწორედ ამ ორი მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარეობს 2887 კვ.მ. დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთი, რომელზეც თამაზაშვილმა განახორციელა უკანონო მშენებლობა“, - წერს „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ საქართველო.
სულხან თამაზაშვილი 2025 წლის 7 აპრილამდე შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი იყო. 2024 წლის დეკემბერში, პროევროპული საპროტესტო აქციების ძალადობრივი დაშლის გამო თამაზაშვილი დიდი ბრიტანეთის მთავრობამ დაასანქცირა. ამის შემდეგ ის „ქართული ოცნების“ პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა „კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“. მოგვიანებით სულხან თამაზაშვილი აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე გადაიყვანეს.
