თბილისის ცენტრში, რესტორნების რუსული ქსელის, „სიროვარნიას“ ფილიალი გაიხსნება და ინგლისური სახელწოდებით Cheesefarm ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ „პარაგრაფ თბილისში“ განთავსდება. „სიროვარნიას“ ვებ-გვერდზე რესტორნების მისამართებში საქართველოს დედაქალაქი უკვე დამატებულია და აღნიშნულია, რომ მალე გაიხსნებიან.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში გარდაცვლილი ტაილანდელი იუთუბერის ოჯახი სუიციდის ვერსიას უარყოფს
- 5 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 6 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
გასტრონომიული ბრენდი „სიროვარნია“ რუსეთში ცნობილ რესტორატორს არკადი ნოვიკოვს და მის კომპანიას „ნოვიკოვ ჯგუფს“ ეკუთვნის. ნოვიკოვი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მხარდამჭერი ბიზნესმენია. 2012 და 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ის პუტინის რწმუნებული იყო.
რუსულენოვანი საინფორმაციო სააგენტო Smart Press-ი წერს, რომ საქართველოში არკადი ნოვიკოვის რესტორნის ფილიალის გახსნაზე საუბარი ჯერ კიდევ 2023 წელს დაიწყო, მას შემდეგ რესტორნის ფართი რემონტდებოდა და მისი აღჭურვა მიმდინარეობდა. რესტორანი ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს პირველ სართულზეა განთავსებული და სატესტო რეჟიმში უკვე მუშაობს, თუმცა, მისი ოფიციალური გახსნის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.
2025 წელს „სიროვარნიას“ 10 წელი უსრულდება და საქართველო გახდება მეექვსე ქვეყანა მსოფლიოში - არაბთა გაერთიანებული საამიროების, სომხეთის, ყაზახეთის, ტაჯიკეთისა და უზბეკეთის შემდეგ - სადაც მისი ფილიალი გაიხსნება.
„პარაგრაფ თბილისი“, „მარიოტის“ უმაღლესი კლასის Luxury Collection-ის ბრენდის სასტუმრო, 2023 წლის ნოემბერში მაშინდელმა პრემიერმა და „ქართული ოცნების“ ამჟამინდელმა თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა. ის განთავსებულია „პანორამა თბილისის“ შენობაში, რომელიც „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დასანქცირებული ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით აშენდა.
