თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, 14 მარტს მოკლული 58 წლის მამაკაცი ე.წ. კანონიერი ქურდის, მერაბ ჯანგველაძის ძმა, ლევან ჯანგველაძეა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 2 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 3 ლავროვი: „3+3“ ფორმატში საქართველოსთვის კარი ღიაა
- 4 „ოცნება“ გრანტების კანონს კიდევ ამკაცრებს და 6 წლამდე პატიმრობა შემოაქვს
- 5 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს
- 6 სუს-ის შენობასთან, მანქანაში, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლის ცხედარი იპოვეს
მოკლულის ვინაობის შესახებ ინფორმაცია „ტვ პირველმა“ და „რუსთავი 2“-მა გაავრცელეს. ლევან ჯანგველაძის მკვლელობის შესახებ წერს „პრაიმ კრაიმიც“ - რუსული გამოცემა „ქურდული სამყაროს“ ცხოვრების შესახებ.
თვითმხილველების თქმით, ღამის 12 საათი ხდებოდა, როდესაც ჭავჭავაძის გამზირზე ათამდე გასროლის ხმა გაიგეს. რამდენიმე ტყვია ერთ-ერთ კვების ობიექტსაც მოხვდა.
შემთხვევის ადგილიდან გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ მოკლული მამაკაცი და მისი თანმხლები პირი ტროტუარზე ფეხით გადაადგილდებოდნენ, როდესაც, სავარაუდოდ, ჩასაფრებული მკვლელი მათ უკან ამოუდგა, მათთან ერთად რამდენიმე მეტრი გაიარა და შემდეგ სროლა დაიწყო. პირველი რამდენიმე გასროლის შემდეგ ლევან ჯანგველაძე დაეცა, თუმცა შემდეგ ადგა და გზის სავალი ნაწილის მიმართულებით, ქვეითთა გადასასვლელისკენ სცადა გაქცევა. აქ მას კიდევ ესროლეს. თავდამსხმელმა გზა გადაკვეთა და გაქცევა მოახერხა. გაქცევა შეძლო მოკლულის თანმხლებმა მამაკაცმაც, რომელიც, არსებული ინფორმაციით, ფეხშია დაჭრილი.
ჟურნალისტებს ერთ-ერთმა რესპონდენტმა უთხრა, რომ მოკლულს ბიზნესი მოსკოვში ჰქონდა. შეკითხვაზე, რა უნდოდა მას ჭავჭავაძის გამზირზე, ქალი ამბობს, რომ პანაშვიდზე იმყოფებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
პოლიციას თავდამსხმელი ამ დრომდე არ დაუკავებია.
