ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ამბობს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბანკებიდან მის მიერ დაფუძნებული საქველმოქმედო ფონდის ფინანსური დოკუმენტაცია გამოითხოვა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 2 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 3 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 4 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 5 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 6 ტაილანდელი იუთუბერი საქართველოში გარდაცვლილი იპოვეს
„შემატყობინეს, რომ სუს-მა ბანკებიდან ჩემი ფონდის ფინანსური დოკუმენტაცია გამოითხოვა. აქამდეც გელოდით და თუ ერთი ადგილი გაქვთ, რომ შეამოწმებთ, გამოდით და შემაქეთ“, - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.
2020 წელს შექმნილი „ნანუკას ფონდი“ წლებია, თანხებს ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად აგროვებს. 2024 წლის გაზაფხულზე, როდესაც „ქართული ოცნების“ მიერ რუსული კანონის ხელახლა დაინიცირებას საპროტესტო აქციები მოჰყვა, ნანუკა ჟორჟოლიანმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ფონდს პროტესტის მონაწილეების დასახმარებლადაც გამოიყენებდა.
მიმდინარე პროევროპული აქციების დროს, ფონდი თანხებს სხვადასხვა მიზნით აგროვებს, მათ შორის, აირწინაღებისა და ჩაფხუტების შესაძენად, ასევე, დაკავებული მომიტინგეების დასახმარებლად. ნანუკა ჟორჟოლიანი Facebook-ში წერდა, რომ პირველ დეკემბერს, მხოლოდ ერთ დღეში, ფონდში 254 246 ლარი ჩაირიცხა. „ნანუკას ფონდს“ ანგარიშები „თიბისი ბანკსა“ და „საქართველოს ბანკში“ აქვს.
