სუს: ირაკლი ღარიბაშვილმა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღება აღიარა

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გამოძიებასთან ითანამშრომლა და წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი აღიარა. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა, ემზარ გაგნიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„დღეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოიკითხა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც სრულად ითამანმშრომლა გამოძიებასთან და აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი.

შესაბამისად, მომდევნო დღეების განმავლობაში გამოძიება არსებული და დამატებით მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, იმსჯელებს მის მიმართ როგორც ქმედების დაკვალიფიცირების, ასევე მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შერჩევის საკითხზე,რაც ასევე ეცნობება საზოგადოებას“, – თქვა გაგნიძემ.

17 ოქტომბერს, გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის, ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის და მათთან დაკავშირებული, სულ 8 პირის საცხოვრებელი ბინების/სახლების და პირადი ჩხრეკები განხორციელდა.

პროკურატურის მიერ მოგვიანებით გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ჩხრეკის შედეგად, სხვადასხვა ადგილიდან ამოიღეს ნაღდი ფული, საერთო ჯამში 7 002 200 აშშ დოლარისა და 136 000 ლარის ოდენობით, 198 ერთეული ძვირფასი ნაკეთობა და საათი, ძვირადღირებული ნახატები, დოკუმენტაცია რამდენიმე ათას ფურცლად, 50 ერთეული მობილური ტელეფონი და 119 ერთეული ელექტრო მოწყობილობა.

პროკურატურის ცნობით, ბოლო დღეების განმავლობაში, იმავე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, დამატებით 11 ობიექტის ჩხრეკა ჩატარდა, რა დროსაც გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირის - კობა ხუნდაძის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული იქნა 94 კონვერტად დახარისხებული სხვადასხვა ოდენობის ფულადი თანხა, მთლიანობაში 1 319 300 აშშ დოლარი, ხოლო ყოფილ მთავარ პროკურორთან, ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებული პირის, საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის - მიხეილ ჩოხელის და მისი ოჯახის წევრის საბანკო სეიფებში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, ამოღებული იქნა 2 904 900 აშშ დოლარი.

ამ ეტაპზე მხოლოდ კობა ხუნდაძეა დაკავებული. მას დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ანუ ფულის გათეთრება ედება ბრალად. საქმის მასალების მიხედვით, ხუნდაძემ დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაცია 2017-2025 წლებში მოახდინა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებ

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.