საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის (სტუ) რექტორმა, დავით გურგენიძემ „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან (თსუ) გაერთიანების შესახებ გუშინ შეიტყო.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 5 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
- 6 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
გურგენიძის თქმით, საკითხზე საუბარი ერთი წელია მიმდინარეობს, მაგრამ გადაწყვეტილება მისთვის გუშინ, 28 იანვარს გახდა ცნობილი.
„კი ბატონო, გუშინ გავიგეთ, რომ ეს აზრი იყო“, – განაცხადა ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა ჟურნალისტის დამაზუსტებელ შეკითხვაზე.
ინტერვიუდან ასევე გაირკვა, რომ უნივერისტეტის აკადემიურმა საბჭომ, რომელმაც დავით გურგენიძე რექტორად, მეორე ვადით, 2024 წელს აირჩია, გადაწყვეტილების შესახებ ტელევიზიიდან შეიტყო.
შეკითხვაზე, რატომ იქნება სტუ-სთვის გაერთიანება მომგებიანი, გურგენიძემ განაცხადა, რომ როგორი ტექნოლოგიური სკოლა შეიქმნება, ამაზე ჯერ მსჯელობა არ ყოფილა.
„დღევანდელი ხელისუფლება არ ჰგავს [მიხეილ] სააკაშვილს და გვექნება კონსულტაციები აკადემიურ საბჭოსთან, ფაკულტეტებთან და ერთად ვიმსჯელებთ“, – დავით გურგენიძის თქმით, თუ შეერთების გადაწყვეტილება „არ იქნება უნივერსიტეტისთვის შესაბამისი“, ამას „ბატონ პრემიერსა და მინისტრს“ წარუდგენენ.
დღეს, 29 იანვარს, „ქართული ოცნების“ მთავრობის განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რეფორმის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ტექნიკური უნივერსიტეტი გაერთიანდება. გაერთიანებული უმაღლესი სასწავლებლების სახელწოდებად „თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი“ დარჩება.
ამ თემაზე:
ტექნიკური უნივერსიტეტი საქართველოს უნივერსიტეტის ქონების დაყადაღებას და დაბრუნებას ითხოვს
