თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი საექსტრადიციო პატიმრობაში დატოვეს მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს ხელისუფლებას მისი აზერბაიჯანში ექსტრადიცია აუკრძალა. უფლებადამცველების შეფასებით, საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებები „აშკარად დაუსაბუთებელი და უკანონოა“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სტრასბურგის სასამართლომ გელა მთივლიშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
- 2 სუს-მა ძებნა გამოაცხადა ლილუაშვილის ნათესავსა და ვანში „ოცნების“ დეპუტატზე, ბიჭიკო პაიკიძეზე
- 3 გაგლოევმა „ძალოვნებს“ დაავალა 4 ოქტომბრის არჩევნების წინ ე.წ. საზღვარზე სიტუაცია გააკონტროლონ
- 4 გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი დავით გოგობერიშვილი გარდაცვლილი იპოვეს
- 5 კობახიძე: სასურველი არ არის, მოსწავლემ პირველივე კურსიდან უცხოეთში განაგრძოს სწავლა
- 6 ხაზარაძე და გახარია: ჩვენს პარტიებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი შედგა
„აფგან სადიგივის საექსტრადიციო პატიმრობა ექვს თვეზე მეტია გრძელდება, 2025 წლის წლის 3 მაისს იწურება 9-თვიანი ვადა და მისი გაგრძელების სამართლებრივი მექანიზმი ეროვნული კანონმდებლობით აღარ არსებობს. შესაბამისად, ჩვენთვის ძალიან გაუგებარია, რა მიზნობრიობა გააჩნია მის საექსტრადიციო პატიმრობაში დატოვებას, როდესაც ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე საქართველოს ხელისუფლებას არ შეუძლია, აზერბაიჯანში აფგან სადიგოვის ექსტრადიცია განახორციელოს“, - განაცხადა ქეთი ჩუთლაშვილმა აფგან სადიგოვის ადვოკატმა არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრიდან“.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 27 თებერვალს დააკმაყოფილა „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მოთხოვნა დროებითი ღონისძიების გამოყენების თაობაზე და საქართველოს ხელისუფლებას ჟურნალისტის აზერბაიჯანში ექსტრადიცია აუკრძალა მანამ, სანამ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებს. ექსტრადიციის საქმის განხილვა შესაძლოა წლები გაგრძელდეს.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, 11 მარტს, „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა აფგან სადიგოვის მიმართ გამოყენებული საექსტრადიციო პატიმრობის გაუქმება. სასამართლომ ზეპირი განხილვის გარეშე შუამდგომლობა დაუშვებლად სცნო.
„თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიამ, სამწუხაროდ, კვლავ დაუშვებლად ცნო ჩვენი საჩივარი. სააპელაციო სასამართლოს შეფასებითაც, მხოლოდ და მხოლოდ ის გარემოება, რომ ევროპულმა სასამართლომ შეაჩერა ექსტრადიციის პროცედურა, არ წარმოშობს სამართლებრივ საფუძველს იმისთვის, რომ აღკვეთის ღონისძიება შეიცვალოს.
სააპელაციო სასამართლომ არ შეაფასა საექსტრადიციო პატიმრობის გაგრძელების მიზნობრიობა და არ იმსჯელა იმაზე, წარმოადგენს თუ არა, საექსტრადიციო პატიმრობაში დატოვება პირის უფლებაში არაპროპორციულ, გაუმართლებელ და უხეშ ჩარევას“, - ამბობს ქეთი ჩუთლაშვილი.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ ევროპულ სასამართლოში საექსტრადიციო პატიმრობაში აფგან სადიგოვის დატოვების გადაწყვეტილებებზეც იდავებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა აფგან სადიგოვი აზერბაიჯანის მოთხოვნის საფუძველზე, 2024 წლის 3 აგვისტოს თბილისში დააკავეს, რის შემდეგაც ის საექსტრადიციო პატიმრობაში იმყოფება. დაკავების შემდეგ სადიგოვმა საქართველოს საერთაშორისო დაცვის თხოვნით მიმართა, თუმცა, შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტმა უარი უთხრა იმ დასაბუთებით, თითქოს, აზერბაიჯანში მისი უფლებების დარღვევა არ დგინდება.
ჟურნალისტმა პროტესტის ნიშნად 161 დღის განმავლობაში იშიმშილა. მან საკვების მიღება მხოლოდ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ განაახლა, თუმცა, ამ დრომდე N18 სამედიცინო დაწესებულებაში რჩება.
აფგან სადიგოვის მეუღლე, სენვიჩ სადიგოვა მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლება ჟურნალისტს აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის დაკვეთით სჯის.
