რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის, პარმენ მარგველიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის, შოვში, სტიქიის ზონაში ნაპოვნი 26 ცხედრიდან იდენტიფიცირებულია 23. კვლავ დაკარგულად მიიჩნევა 7 ადამიანი. დაღუპულთა და დაკარგულთა შორის ბავშვებიც არიან.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მზია ამაღლობელს ერთ თვალში მხედველობა 10 %-მდე შეუმცირდა, მეორეში - 0,04 %-ია - ადვოკატი
- 2 ივანიშვილ-კუპრაშვილის ბიურომ რუსული კანონების აღსრულება დაიწყო - არასამთავრობოები
- 3 მასობრივი ცენზურა - დევნა Facebook-ის სტატუსებისთვის
- 4 სალომე ზურაბიშვილი 5 000 ლარით დააჯარიმეს გზის გადაკეტვისთვის
- 5 სასამართლომ ნიკა გვარამიას პატიმრობა შეუფარდა
- 6 საკადრო ცვლილებები შსს-ში - ხარაზიშვილი გაათავისუფლეს, კუპატაძე და სირაძე ჩამოაქვეითეს
„დაკარგული 33 მოქალაქიდან ამ დროისთვის 26 ცხედარი არის ნაპოვნი. გრძელდება 7 დაკარგული მოქალაქის საძიებო სამუშაოები. 23 გარდაცვლილი იდენტიფიცირებულია. სამძებრო სამუშაოები გაგრძელდება მანამ, სანამ მცირედი თეორიული შანსიც კი იქნება მოქალაქეების პოვნისა. კურორტ შოვის ტერიტორიაზე დარჩენილია რამდენიმე ფრაგმენტი, რომელიც უახლოეს დღეებში დამუშავდება“, - განაცხადა პარმენ მარგველიძემ.
3 აგვისტოს, რაჭაში, ბუბას მთიდან მოვარდნილმა ღვარცოფმა კურორტი შოვი თითქმის მთლიანად გაანადგურა. სამაშველო ოპერაცია 3 საათის დაგვიანებით დაიწყო, დაღამებისთანავე კი მფრინავებმა ოპერაციაში მონაწილეობა შეწყვიტეს იმ მიზეზით, რომ ვერტმფრენს ღამით უსაფრთხოდ ფრენა არ შეეძლო. 3-4 აგვისტოს სტიქიის ზონიდან 210 ადამიანი გამოიყვანეს.
შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელსაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ექვემდებარება, შოვში ღვარცოფიდან მე-11 დღეს, 13 აგვისტოს ჩავიდა. ჟურნალისტებთან საუბრისას მან განაცხადა, სამინისტროს აქვს ღამის ფრენის საშუალებები და ვერტმფრენებს ფრენა შეუძლიათ, თუმცა „თუ მართლა ადამიანის სიცოცხლეს არ ემუქრება იმ წამს რაღაც რომ გარისკონ პილოტებმაც, არ არის მიზანშეწონილი, არ არის დაშვებული“.
შსს-მ სტიქიასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით (გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა და სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა) დაიწყო. ამასთან, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მომხდარის თავიდან აცილება შეუძლებელი იყო, რასაც დამოუკიდებელი ექსპერტები არ ეთანხმებიან.
