გურჯაანში, ძლიერი წვიმისა და სეტყვის შედეგად, ზემო გურჯაანის ხევი ადიდდა და მოვარდნილმა წყალმა ქალაქის ცენტრალური ნაწილი დატბორა. როგორც „საქართველოს ამბებს“ გურჯაანის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ლერი გელენავამ განუცხადა, სტიქიას მსხვერპლი არ მოჰყოლია და არ არიან დაშავებულები.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 2 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 3 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 4 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 5 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 6 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
ძლიერი წვიმა, რასაც ქარი და სეტყვა ახლდა თან, დღის დაახლოებით 4 საათზე დაიწყო. ხევიდან გადმოვარდნილი წყალი ქალაქის ცენტრალურ ნაწილში - ბაზრის ტერიტორიასა და მიმდებარე ქუჩებში მიედინებოდა. დაიტბორა სახლები და სხვადასხვა კომერციული ობიექტი, წყალმა წაიღო და დაამტვრია ათობით ავტომობილი, მოგლეჯილია ელექტროგადამცემი ბოძები და საფეხმავლო ხიდი. წყალი მუნიციპალიტეტის მერიის შენობაშიც შევარდა.
ამ დროისთვის, მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ცენტრალურ ქუჩებზე მოძრაობა კვლავ შეზღუდულია. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მუშაობენ და გზებს ქვა-ღორღისგან წმენდენ.
ძლიერი ნალექის შედეგად ხევები ადიდდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებშიც, მათ შორის, ძირკოკში, ვეჯინსა და ჭანდარში. სეტყვა იყო სოფელ ახაშენში.
სტიქიის მასშტაბისა და გამოწვეული ზიანის შესახებ ინფორმაციის დაზუსტება ჯერ ვერ ხერხდება.
