სტამბოლში მდებარე კათოლიკურ ეკლესიაში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით რუსეთის და ტაჯიკეთის მოქალაქეები დააკავეს. თურქეთის ხელისუფლების განცხადებით, დაკავებულებს ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ აქვთ კავშირი.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მზია ამაღლობელის მესამე სარჩელი სტრასბურგში პოლიციის მხრიდან სასტიკ მოპყრობას ეხება
- 2 კობახიძე ეთნიკური ქართველებისთვის მოქალაქეობის მიღების გამარტივებას აანონსებს
- 3 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 4 6 წელზე ძველი მანქანების იმპორტი აღარ აიკრძალება - განბაჟების ტარიფი 6-ჯერ იზრდება
- 5 ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილი დადასტურდა
- 6 მოზარდზე ძალადობისთვის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსის მოადგილე დააკავეს
სარიერის რაიონში, წმინდა მარიას სახელობის XIX საუკუნის ტაძარში ცეცხლი ორმა შეიარაღებულმა და ნიღბიანმა პირმა ადგილობრივი დროით 11:40 საათზე, ღვთისმსახურებისას გახსნა. ერთი ადამიანის მკვლელობის შემდეგ მათ ეკლესია დატოვეს. მოკლული 52 წლის მამაკაცია.
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ალი იერლიკაიას განცხადებით, პოლიციამ რეიდი 30-ზე მეტ ადგილზე ჩაატარა და 47 ადამიანი დააკავა. მისივე თქმით, თავდასხმაში ეჭვმიტანილები სწორედ ერთ-ერთი უკანასკნელი რეიდის დროს დააკავეს.
„მკვლელობაში ეჭვმიტანილი ორი ადამიანი დაკავებულია. ორივე სხვა სახელმწიფოს მოქალაქეა. ერთი ტაჯიკეთიდანაა, მეორე - რუსეთიდან. მიგვაჩნია, რომ ისინი „ისლამურ სახელმწიფოსთან“ არიან კავშირში“, - თქვა მინისტრმა.
უცხოური მედიის ინფორმაციით, მომხდარზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ერთ-ერთი ტელეგრამ-არხით გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობა ჩაიდენილია დაჯგუფების ლიდერის მოწოდების საპასუხოდ, გაუსწორდნენ ქრისტიანებსა და ებრაელებს.
მომხდარს რომის პაპი ფრანცისკე ვატიკანში, ყოველკვირეული წირვის დროს გამოეხმაურა და წმინდა მარიამის ტაძრის მრევლს სოლიდარობა გამოუცხადა.
