ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში, მეწყერში მოყოლილი კიდევ ერთი, მეოთხე ადამიანის ცხედარი იპოვეს. ამ დროისთვის, მაშველები ხუთ ადგილობრივ მცხოვრებს ეძებენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სტრასბურგის სასამართლომ გელა მთივლიშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
- 2 სუს-მა ძებნა გამოაცხადა ლილუაშვილის ნათესავსა და ვანში „ოცნების“ დეპუტატზე, ბიჭიკო პაიკიძეზე
- 3 გაგლოევმა „ძალოვნებს“ დაავალა 4 ოქტომბრის არჩევნების წინ ე.წ. საზღვარზე სიტუაცია გააკონტროლონ
- 4 გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი დავით გოგობერიშვილი გარდაცვლილი იპოვეს
- 5 კობახიძე: სასურველი არ არის, მოსწავლემ პირველივე კურსიდან უცხოეთში განაგრძოს სწავლა
- 6 ხაზარაძე და გახარია: ჩვენს პარტიებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი შედგა
„ინტენსიური ძებნა-შველის ღონისძიების შედეგად, ნანახია ოთხი ადამიანის ცხედარი, მიმდინარეობს ხუთის ძებნა-შველის ღონისძიება. სამუშაოებში ჩართულია 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, კინოლოგიური ჯგუფი, ხდება დამატებითი ტექნიკის მობილიზება და ინტენსიურად ვაგრძელებთ მუშაობას, ვიდრე ყველა ცხედარი არ იქნება ნანახი“, - განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა.
სამუშაოები, სავარაუდოდ, დღის ბოლომდე დასრულდება.
„დაახლოებით 70%-ია დარჩენილი, მიწის მასისგან გასასუფთავებელი ადგილი. ძალიან დიდი მასა, მთის ფერდობია მოწყვეტილი“, - აღნიშნა მღებრიშვილმა.
სოფელ ნერგეეთში მეწყრული პროცესები გვიან ღამით განვითარდა. ჩამოწოლილმა მიწის მასამ ოთხი საცხოვრებელი სახლი მოიყოლა. სტიქიას ერთი ადამიანი გადაურჩა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. ნანგრევებსა და მიწის მასაში ბავშვებიც არიან მოყოლილი. მაშველები მამას და მის სამ არასრულწლოვან შვილს ეძებენ.
6 თებერვალს, უხვი ნალექის შედეგად გამოწვეულ ზვავსა და მეწყერს, 2 ადამიანი ემსხვერპლა მაღალმთიან აჭარაშიც. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, სტიქიის გამო, ქედაში, შუახევსა და ხულოში 90-ზე მეტი ოჯახი უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს.
გარემოს ეროვნულ სააგენტოს ინფორმაციით, 8 თებერვლამდე საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი. ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
