გორის პოლიციის სამმართველოს დეტექტივი, ბაქარ ბექაური 7 ივნისს სოფელ ატენში გარდაცვლილი იპოვეს. ფაქტზე შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პირი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს
- 2 გიგა ავალიანის საქმე: დემეტრე ჩიქოვანს 9 წელი და 9 თვე, ანი ნასყიდაშვილს 5 წელი და 3 თვე მიესაჯა
- 3 პროკურატურამ გორში ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილისთვის ბრალის წარდგენაზე უარი თქვა
- 4 6 პოლიციელი დააკავეს გორში მოქალაქეებზე ძალადობის ბრალდებით
- 5 „ყველა სცემდა, ვინც მოვიდა“ - გორში პოლიციელებმა მოქალაქეები სასტიკად სცემეს
- 6 „პოლიციელს ქვით დაუზიანა ჯანმრთელობა“ – შს მინისტრის მოადგილე გორში ძალადობაზე
ტელეკომპანია „ფორმულას“ ინფორმაციით, გარდაცვლილი პოლიციელი შესაძლოა ფიგურირებდეს გორში მომხდარ ჯგუფური ძალადობის საქმეში, როდესაც პოლიციელებმა სასტიკად ცემეს პაპუნა ლოცულაშვილი და ლაშა აბისონაშვილი. მედიის ცნობით, მეზობლებმა ბექაური იმ კადრებშიც ამოიცნეს, რომლებიც საჯაროდ გავრცელდა.
ამავე არხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ შსს ინციდენტში მონაწილე პოლიციელებს ხელს აფარებს და რამდენიმე მათგანმა ქვეყანა დატოვა. აღნიშნულს შინაგან საქმეთა სამინისტრო ცრუ და გადაუმოწმებელ ინფორმაციას უწოდებს. უწყების განცხადებით, გორში მომხდარი შემთხვევის დროს ადგილზე მყოფ არცერთ სამართალდამცველს ქვეყანა არ დაუტოვებია. შსს-მ კონკრეტულად უარყო გადაცემაში დასახელებული პირების, შოთა მარუაშვილისა და ბესიკ ქვრივიშვილის ჩართულობა ინციდენტში და განაცხადა, რომ მედიის მხრიდან მსგავსი ცნობების გავრცელება პოლიციის დისკრედიტაციას ემსახურება.
ბაქარ ბექაურის გარდაცვალება ძალოვანი უწყებების თანამშრომლების დაღუპვის რიგით მეოთხე საყურადღებო შემთხვევაა ბოლო პერიოდში. ყველა მათგანზე გამოძიება იდენტური კვალიფიკაციით - 115-ე მუხლით მიმდინარეობს.
2026 წლის 23 მაისი: ხაშურში, სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომელი გარდაცვლილი იპოვეს საკუთარ ავტომობილში, „თავისივე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით“.
2026 წლის 26 იანვარი: თბილისში, სუს-ის შენობასთან, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს ანტიკორუფციული სააგენტოს უფროსი ინსპექტორი სიმონ წაქაძე. გარდაცვლილს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა ჰქონდა.
2025 წლის 1-ელი ოქტომბერი: ჩაქვში, ყოფილი ტურბაზის შენობაში, ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობით გარდაიცვალა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კიდევ ერთი თანამშრომელი.
