სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, ეროვნული უშიშროების სამსახურმა „შეიარაღებული გადატრიალების გზით ხელისუფლების უზურპაციის მცდელობა“ აღკვეთა. კომიტეტის ინფორმაციით, დანაშაულში მონაწილეობდა სომხეთის ხუთი მოქალაქე, მთიანი ყარაბაღის ორი ყოფილი მცხოვრები და პირები, რომელთა ვინაობა ჯერ არ არის დადგენილი.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 აბასთუმნის თავზე ფრენა აიკრძალა - რატომ ჩაკეტა სახელმწიფომ ცა იქ, სადაც ივანიშვილი ცხოვრობს
- 2 სამხარაძე: არაბმა პარტნიორებმა ინვესტიციების წინააღმდეგ კამპანიაზე რეაგირება გვთხოვეს
- 3 უცხოეთში მყოფ წვევამდელებს ჯარში გაწვევისას საქართველოში დაბრუნება მოუწევთ
- 4 საქართველო ევროპაში ბოლო ადგილზეა: პენსია ძირითადი ხარჯების მხოლოდ 22%-ს ფარავს
- 5 მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი ილია II-ის დაკრძალვაზე ჩამოვა
- 6 მეუფე ისაია უარყოფს, თითქოს კანდიდატურა მოსაყდრე შიოს სასარგებლოდ მოხსნა
„ამ პირებმა, წინასწარი შეთქმულებით, სომხეთში ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით, ყოველთვიურად დაახლოებით 220 000 რუსული რუბლის სანაცვლოდ, რუსეთის ფედერაციაში სამთვიანი სწავლების გავლისა და ახალი ტიპის მძიმე იარაღის გაცნობის, მათი გამოყენების სწავლისა და სომხეთში დაბრუნების შემდეგ საბრძოლო მოვალეობის შესრულების, ასევე ცოდნის სხვებისთვის გადაცემის საბაბით, 2024 წლის განმავლობაში დაიქირავეს სომხეთის რესპუბლიკის არაერთი მოქალაქე და მთიანი ყარაბაღის ყოფილი მაცხოვრებლები“, - განაცხადეს საგამოძიებო კომიტეტში.
საგამოძიებო კომიტეტი ამტკიცებს, რომ დაქირავებულები რუსეთში, დონის როსტოვში გაგზავნეს, სადაც მათ შემოწმება გაიარეს, მათ შორის პოლიგრაფიის გამოყენებით, მათი პოლიტიკური შეხედულებების გასარკვევად. ამის შემდეგ დაქირავებულები განთავსდნენ სამხედრო ბაზა „არბატში“, სადაც საბრძოლო მომზადებას გადიოდნენ.
„მათ უთხრეს, რომ სწავლების მიზანი იყო სომხეთის რესპუბლიკაში დაბრუნება და მოქმედი ხელისუფლების დამხობა“, - განაცხადეს საგამოძიებო კომიტეტში, სადაც ასევე აღნიშნავენ, რომ დაქირავებულთაგან ზოგიერთმა უარი თქვა დანაშაულში მონაწილეობაზე და სომხეთში დაბრუნდა, ხოლო სხვა ეჭვმიტანილებმა „დანაშაულის ბოლომდე მიყვანა ვერ შეძლეს“.
საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე შვიდი პირის მიმართ აღძრა. მათგან სამი დაკავებულია, ოთხზე კი ძებნაა გამოცხადებული.
