სომხეთში აღმოაჩინეს თითქმის ერთი ტონა ნარკოტიკული საშუალება კოკაინი, რომელიც ქვეყანაში ეკვადორიდან სამი ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიის გავლით მოხვდა. ამის შესახებ ინფორმაცია დღეს, 17 მაისს, სომხეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ზახაროვა: რუსეთის წყალობით საქართველო ეკონომიკის ზრდის რეკორდულ ტემპს აჩვენებს
- 2 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 3 ლავროვი: „3+3“ ფორმატში საქართველოსთვის კარი ღიაა
- 4 „ოცნება“ გრანტების კანონს კიდევ ამკაცრებს და 6 წლამდე პატიმრობა შემოაქვს
- 5 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 6 კალაძე შენობების ფასადების „ვანდალურად მოხატვისთვის“ კანონის გამკაცრებას ითხოვს
უწყების განცხადებით, 2023 წლის 13 მაისს აღძრული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ სომხეთში მოქმედი და ხილის იმპორტიორი კომპანიის მიერ შეკვეთილი საქონლის პარტიის ნაცვლად, ეკვადორიდან პანამის, იტალიის და საქართველოს გავლით სომხეთში დიდი რაოდენობით კოკაინი შევიდა. ნარკოტიკული საშუალების პარტია აღმოაჩინეს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ინახება. მისი საბაზრო ღირებულება დაახლოებით 250 მილიონი ევროა.
სომხეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ ასახელებს არც საქონლის შემკვეთ და არც მიმწოდებელ კომპანიას. უწყებაში არც იმას ამბობენ, დაკავშირებულია თუ არა ეს შემთხვევა იტალიაში გამოვლენილ მასშტაბურ ნარკოდანაშაულთან.
გუშინ, 16 მაისს, საერთაშორისო მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამხრეთ იტალიაში, ჯოია ტაუროს პორტში, პოლიციამ დააკავა გემი, რომელიც 800 მილიონი ევროს ღირებულების 2.7 ტონა კოკაინით იყო დატვირთული. კოკაინის შეკვრები ბანანის 12-მეტრიან კონტეინერებში იყო დამალული, ტვირთი კი ეკვადორიდან მოდიოდა. ტვირთი იტალიიდან ბათუმის პორტის გავლით სომხეთში უნდა გაეგზავნათ.
