სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა 11 ივნისს, ერევანში, აშშ-სომხეთის სტრატეგიული დიალოგის დასკვნით შეხვედრაზე, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯეიმს ო'ბრაიენს უმასპინძლა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სუს-მა მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოადგილე ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა
- 2 „რესი“: თბილისმა აღაიარა ის, რასაც სამხრეთ ოსეთსა და რუსეთში ამდენი წელი ელოდნენ
- 3 რუსეთი კვლავ უკრაინის „დემილიტარიზაციას“ და ნეიტრალურ სტატუსს ითხოვს
- 4 კიევზე რუსეთის მასირებული შეტევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა
- 5 1920 წელს რუსეთის არმია შემოიჭრა და აზერბაიჯანი დაიპყრო, სახელმწიფო წაგვართვეს – ალიევი
- 6 სომხეთში რუსეთის მიერ ძებნილი საქართველოს მოქალაქე დააკავეს
შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, სომხეთმა და აშშ-მა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების კუთხით არსებული პროგრესი და ჩამოაყალიბეს მომავალ წელს კავშირების გაღრმავების ხედვა. მხარეთა განცხადებით, აღნიშნული ხედვა ფორმულირებული იქნება ურთიერთგაგების მემორანდუმში, რომელიც ორმხრივი დიალოგის სტატუსს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიამდე აამაღლებს.
შეხვედრაზე სომხეთმა და აშშ-მა დადებითად შეაფასეს თანამშრომლობა მიმდინარე რეფორმებისა და სომხეთის დემოკრატიული პროგრესის მხარდასაჭერად, აღნიშნეს ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან და დასავლეთთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ სომხეთის მისწრაფება. მხარეებმა ასევე იმსჯელეს ენერგეტიკული უსაფრთხოების, სანქციების, ექსპორტის კონტროლისა და უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის გაფართოებაზე.
„დასკვნითი შეხვედრის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს აშშ-ს მხარდაჭერის მნიშვნელოვან როლს სომხეთის თავდაცვის სექტორის ტრანსფორმაციისა და სამართალდამცავი სისტემის განვითარების ინიციატივებში, რომელთა მხარდაჭერასაც აშშ გააგრძელებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, შეერთებული შტატები მთიანი ყარაბაღიდან ლტოლვილების მხარდასაჭერის მიზნით სომხეთის დახმარების გაგრძელებას აპირებს.
„სტრატეგიული დიალოგი საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანთან ხაზს უსვამს ჩვენს ორმხრივ პარტნიორობას სომხეთთან. ჩვენი დისკუსიები ფოკუსირებული იყო დემოკრატიულ განვითარებაზე, ეკონომიკის დივერსიფიკაციაზე, თავდაცვის რეფორმებსა და ევროატლანტიკურ თანამშრომლობაზე“, - განაცხადა ჯიმ ო’ბრაიენმა შეხვედრის შემდეგ.
სომხეთის დასავლეთთან დაახლოება 2023 წელს დაჩქარდა, მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთი და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია (ОДКБ) მთიანი ყარაბაღის ომის დროს უმოქმედობაში დაადანაშაულა. 2023 წელს სომხეთი შეუერთდა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, რომელსაც ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი აქვს გაცემული. 2024 წლის თებერვალში ცნობილი გახდა, რომ სომხეთმა ОДКБ-ში თავისი მონაწილეობა „გაყინა“, მაისში კი მისი დაფინანსება შეწყვიტა.
