შვედეთის მინისტრმა ევროკავშირის საკითხებში, ჯესიკა როზენკრანცმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რეჟიმად მოიხსენია და თქვა, რომ სწორედ ის ხურავს ევროკავშირის კარს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სტრასბურგის სასამართლომ გელა მთივლიშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
- 2 დიდმა ბრიტანეთმა ლევან ვასაძე და ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა
- 3 გაგლოევმა „ძალოვნებს“ დაავალა 4 ოქტომბრის არჩევნების წინ ე.წ. საზღვარზე სიტუაცია გააკონტროლონ
- 4 სუს-მა ძებნა გამოაცხადა ლილუაშვილის ნათესავსა და ვანში „ოცნების“ დეპუტატზე, ბიჭიკო პაიკიძეზე
- 5 გოცირიძე: ამ მასშტაბის ფულის გათეთრება ვერ ხერხდება ხელისუფლების მფარველობის გარეშე
- 6 „გამოიწვია ქონებრივი ზიანი 570 ლარის ოდენობით“ – პროკურატურამ ელენე ხოშტარიას ბრალი წარუდგინა
როზენკრანცმა მედიასთან კომენტარი ევროკავშირის ზოგად საკითხთა საბჭოს სხდომამდე გააკეთა. როგორც მან თქვა, საქართველოში არსებული ვითარებით შეშფოთებულია და მხარს უჭერს რეჟიმის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას.
„მე მჯერა, რომ ქართველი ხალხი და საქართველო, როგორც ქვეყანა ევროპას ეკუთვნის. თუმცა, ძალიან ნათელია, რომ მათი რეჟიმი მუშაობს საპირისპირო მიმართულებით და მე სრულად ვუჭერ მხარს სანქციებს და სხვა ზომებს, რომლებიც შეიძლება იქნას მიღებული რეჟიმის წინააღმდეგ.
გულწრფელად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ გვინდა დავშორდეთ არა ქართველ ხალხს, არამედ იმ რეჟიმს, რომელმაც ახლა გადაწყვიტა არ გაჰყვეს ევროკავშირის ამბიციებს და ეს სამწუხაროა. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია გამოვხატოთ ჩვენი ერთსულოვანი მხარდაჭერა ქართველი ხალხის და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მათი მისწრაფებების მიმართ.
მნიშვნელოვანია იმის თქმა, რომ ევროკავშირი არ ხურავს კარს, ამას რეჟიმი აკეთებს ამ მომენტში“, - განაცხადა ჯესიკა როზენკრანცმა.
დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებასთან დაკავშირებით როზენკრანცმა აღნიშნა, რომ ეს მნიშვნელოვანი სიგნალი იქნება.
გუშინ, 16 დეკემბერს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭომ საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე იმსჯელა და დიპლომატიური პასპორტის მფლობელთათვის უვიზო რეჟიმის შეჩერების აუცილებლობაზე შეთანხმდა. ევროკომისია ამ წინადადებას წელსვე წარადგენს.
როგორც კაია კალასმა, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა განაცხადა, ევროკავშირი გააგრძელებს ქართველი ხალხის გვერდით დგომას, მათ შორის საქართველოს ხელისუფლების დაფინანსების სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიისკენ გადამისამართებით.
საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ თქვა, რომ სლოვაკ ოფიციალურ პარტნიორთან ერთად, ვეტო დაადო საქართველოს პოლიციის ზოგიერთი მაღალჩინოსნის სანქცირებულთა სიაში შეყვანას. საქართველოს არალეგიტიმური პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის თქმით, უნგრეთისა და სლოვაკეთის გარდა, „სანქციებს წინააღმდეგ წავიდნენ“ იტალია, ესპანეთი და რუმინეთიც.
