Sweden Herald-ი წერს, რომ შვედეთი საქართველოს მთავრობასთან პირდაპირ თანამშრომლობას აჩერებს და ამავდროულად, 25 მილიონ კრონს (დაახლოებით 6 მილიონი ლარი) გამოჰყოფს ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოებისთვის.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დღეიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა
- 2 ცოტნე ივანიშვილი: ვგმობ ძალადობას, ეს ყველაფერი ასე არ უნდა მომხდარიყო
- 3 თავდაცვის ყოფილ მინისტრს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა
- 4 უკრაინაში 39 წლის ქართველი მებრძოლი, ნიკა მაჭარაშვილი დაიღუპა
- 5 აზერბაიჯანის ხელისუფლება მთიან ყარაბაღში სომხურ ეკლესიებს ანგრევს
- 6 მეუფე შიოს პატრიარქად არჩევა საშიშია საქართველოს ეკლესიისთვის – მეუფე ზენონი
„საქართველოში განვითარებული მოვლენები უკვე გარკვეული პერიოდია შეშფოთებას იწვევს. ამას აძლიერებს საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ ამ საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევები“, - ნათქვამია შვედეთის განვითარების თანამშრომლობისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრის, ბენჯამინ დოუსას წერილობით კომენტარში.
დოუსას განცხადებით, მცდელობები, ხელი შეეშალოს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას თავისი დემოკრატიული როლის შესრულებაში, მათ შორის შემზღუდავი კანონმდებლობის მეშვეობით, ეწინააღმდეგება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს.
„ამასთან დაკავშირებით, მთავრობა აჩერებს პირდაპირ თანამშრომლობას შვედეთსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის, რომელიც ჯერ კიდევ გრძელდება, მათ შორის საქართველოს საგადასახადო ორგანოებთან“, - განაცხადა ბენჯამინ დოუსამ.
მისივე თქმით, თანამშრომლობა შესაძლოა მომავალში განახლდეს, თუ საქართველო კვლავ დაუახლოვდება ევროკავშირს.
Sweden Herald-ის თანახმად, შვედეთის დახმარება საქართველოსთვის წელიწადში დაახლოებით 200 მილიონ შვედურ კრონს, ანუ დაახლოებით 51 014 774 ლარს შეადგენს. წელს ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოებისთვის 25 მილიონი გამოიყო.
