თბილისის მოქმედი მერისა და მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე „რუსული ოცნების“ და „რუსის“ დაწერის გამო, პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 5 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
- 6 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახმად, სისხლის სამართლის საქმე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიმართვის საფუძველზე აღიძრა. გამოძიება 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
„სამართალდამცველები ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ, ექსპერტიზის საფუძველზე დადგინდება ზარალის ზუსტი ოდენობა და აღნიშნულ ქმედებას შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება“, - განაცხადეს შსს-ში.
ელენე ხოშტარიამ 14 სექტემბერს, Facebook-ის პირად გვერდზე გააზიარა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ წერს მელიქიშვილის გამზირზე, კლაძის საარჩევნო შტაბთან გაკრულ ბანერზე „რუსულ ოცნებას“. მოგვიანებით მან ბანერის ფოტოც გამოაქვეყნა სათაურით „სოლიდარობა მეგის!“.
რამდენიმე დღის წინ, კალაძის ბანერების დაზიანერბის ბრალდებით 23 წლის სტუდენტი და სამოქალაქო აქტივისტი მეგი დიასამიძე დააკავეს. პროკურატურა აცხადებს, რომ „რუსული ოცნების“ დაწერით გამოწვეულმა ზიანმა 380 ლარი შეადგინა.
მეგი დიასამიძე სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. აქტივისტმა პროცესის შემდეგ თქვა, წარწერა მას არ გაუკეთებია.
სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის 1-ელი ნაწილი გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას 100-დან 180 საათამდე, გამასწორებელ სამუშაოს ვადით 1 წლამდე, შინაპატიმრობას ვადით 6 თვიდან 2 წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით 1-დან 5 წლამდე.
