კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ბრალდებით დაკავებულ სტუდენტს, 23 წლის მეგი დიასამიძეს აღკვეთის რონსიძების სახით 2000-ლარიანი გირაო შეეფარდა. ამით თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით კურტანიძემ პროკურატურის შუამდგომლობის ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სუს-მა მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოადგილე ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა
- 2 როგორ დაგეგმეს ლევან ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობა - პროკურატურამ 5 პირს ბრალი წარუდგინა
- 3 რუსეთი კვლავ უკრაინის „დემილიტარიზაციას“ და ნეიტრალურ სტატუსს ითხოვს
- 4 „რესი“: თბილისმა აღაიარა ის, რასაც სამხრეთ ოსეთსა და რუსეთში ამდენი წელი ელოდნენ
- 5 კიევზე რუსეთის მასირებული შეტევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა
- 6 1920 წელს რუსეთის არმია შემოიჭრა და აზერბაიჯანი დაიპყრო, სახელმწიფო წაგვართვეს – ალიევი
ბრალდების მხარე საპატიმრო გირაოს გამოყენებას ითხოვდა, თუმცა, მოსამართლემ ბრალდებული სხდომათა დარბაზიდანვე გაათავისუფლა და გირაოს გადასახდელად 20-დღიანი ვადა განუსაზღვრა.
დაცვის ხმარე გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და მიიჩნევს, რომ აღკვეთის ღონისძიება საერთოდ არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული.
„ეს გადაწყვეტილება უკანონოა, რაგან დანაშაულს ადგილი არ ჰქონია და პროკურატურამ წარმოადგინა, პირდაპირი მნიშვნელობით, მაკულატურა. მოსამართლეს ბრალდების მხარის არცერთი მოსაზრება არ უნდა გაეზიარებინა, თუმცა იმ კონტექსტის გათვალისწინებით, რაც დღეს პოლიტიკურ საქმეებზეა, ითვლება, რომ პოზიტიური შედეგია გირაო და მეგის გათავისუფლება. თუმცა, ნორმალურ ქვეყანაში ეს გადაწყვეტილება უკანონოდ გამოცხადდებოდა“, – თქვა შოთა თუთბერიძემ, მეგი დიასამიძის ადვოკატმა.
საქმეზე შემდეგი პროცესი 28 ოქტომბერს, 14:00 საათზე ჩაინიშნა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მეგი დიასამიძე 10 სექტემბერს, საღამოს დააკავეს, როდესაც ის სამარშრუტო ტაქსით თბილისიდან ბათუმში, სახლში ბრუნდებოდა. შოთა თუთბერძემ დაკავების პროცესს „სპეცოპერაცია“ უწოდა. მისი თქმით, 9 საათის განმავლობაში, მეგი დიასამიძეს ხელები ხელბორკილებით ზურგს უკან ჰქონდა შეკრული, რაც წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას უთანაბრდება.
საქმე ეხება მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან გაკრულ ორ ბანერზე გაკეთებულ წარწერას „რუსული ოცნება“. პროკურატურა აცხადებს, რომ ბანერები დაზიანებულია და მისი დანიშნულებისამებრ გამოყენება შეუძლებელია, ზიანმა კი 380 ლარი შეადგინა.
მეგი დიასამიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაულისთვის საქციის სახით განსაზღვრულია ჯარიმა, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100-დან 180 საათამდე, გამასწორებელი სამუშაო ვადით 1 წლამდე, შინაპატიმრობით ვადით 6 თვიდან 2 წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 1-დან 5 წლამდე.
დღევანდელი სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ დიასამიძემ თქვა, რომ წარწერა მას არ გაუკეთებია.
