შოვში, სტიქიის ზონაში, კიდევ ოთხი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 4 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
- 5 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 6 პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილს შანტაჟში ადანაშაულებს
სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ექვსამდე გაიზარდა. ორი ცხედარი მაშველებმა გუშინ ნახეს.
ამ დროისთვის, დაკარგულად მიიჩნევა 30-ზე მეტი ადამიანი. როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, გუშინ და დღეს, სტიქიის ზონიდან ვერტმფრენების მეშვეობით 200-ზე მეტი ადამიანის გამოყვანა მოხერხდა. საძიებო-სამაშველო ღონისძიებები გრძელდება.
შოვში მეწყერი 3 აგვისტოს, დაახლოებით 15:15 საათზე ჩამოწვა, რამაც ხეობაში ღვარცოფი გამოიწვია. აქტიური სტიქიური პროცესები საათზე მეტხანს გაგრძელდა. კურორტის ტერიტორიაზე სასტუმროები და კოტეჯები ჭალაშია აშენებული, ღვარცოფმა კი მთელი ჭალის ტერიტორია მოიცვა. განადგურებულია მცირე ზომის კოტეჯები, დაზიანდა სასტუმროებიც. ღვარცოფმა ავტომობილები წაიღო. სტიქიის ზონაში სამაშველო ოპერაცია თითქმის 3 საათის დაგვიანებით დაიწყო. შოვამდე მისასვლელი ერთადერთ სამანქანო გზაზე ღვარცოფმა ხიდები დაანგრია.
მაშველებმა სტიქიის ზონაში შესვლა მხოლოდ სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებით მოახერხეს. ვერტმფრენების მისვლის დროსთან დაკავშირებით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა, რომ „ყველაფერს და მათ შორის, ვერტმფრენსაც, გააჩნია შესაბამისი სამობილიზაციო პერიოდი და შეტყობინების შემოსვლიდან უმოკლეს ვადაში, ამ სამობილიზაციო პერიოდის გათვალისწინებით, პირველი ვერტმფრენი იყო ადგილზე“.
