საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსულ კანონს ხელი მოაწერა. კანონი სავარაუდოდ ხვალ, „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების შემდეგ ამოქმედდება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 4 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 5 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 6 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
„ხვალინდელი დღიდან 60 დღის განმავლობაში იუსტიციის სამინისტრო შეიმუშავებს ყველა კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს, ასევე, ორგანიზაციებისთვის შექმნის ელექტრონულ პორტალს და 60 დღის შემდეგ, თუ არ ვცდები, 3-4 სექტემბერს, დადგება ვალდებულება იმ ორგანიზაციებისთვის, რომელთაც მნიშვნელოვანი უცხოური დაფინანსება აქვთ, დარეგისტრირდნენ ამ პორტალზე და დაადეკლარირონ 2023 წლის ფინანსები“, - უთხრა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს.
ასობით არასამთავრობო ორგანიზაცია და მედიასაშუალება „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად“ რეგისტრაციას არ აპირებს. როგორც მათ განაცხადეს, ანტიკონსტიტუციურ კანონს არ დაემორჩილებიან და მისი შეჩერებისა და გაუქმების მოთხოვნით მიმართავენ როგორც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, ისე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს.
„ეს, რა თქმა უნდა, არადემოკრატიული ქცევაა, ეწინააღმდეგება კანონის უზენაესობის სულისკვეთებას და მათი მიერვე დეკლარირებულ პრინციპებს, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში უნდა ვცხოვრობდეთ. კანონი მიღებულია. ყველამ იცის რა არის გასაკეთებელი და რა შედეგები მოჰყვება იმას, თუ არ იქნება ფინანსები დეკლარირებული“, - უპასუხა პაპუაშვილმა არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებს.
„ქართულმა ოცნებამ“ მასობრივი საპროტესტო აქციების, ასევე, ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის კრიტიკული სამართლებრივი დასკვნების, ევროკავშირის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის და სხვა პარტნიორების მოწოდებების მიუხედავად, 28 მაისს, საბოლოოდ მაინც მიიღო ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონი.
