კანადა აპირებს, სანქციები დაუწესოს საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევებსა და კორუფციაში ჩართულ პირებს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მელანი ჯოლიმ ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში გარდაცვლილი ტაილანდელი იუთუბერის ოჯახი სუიციდის ვერსიას უარყოფს
- 5 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 6 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
მელანი ჯოლის თქმით, კანადა სოლიდარულია ქართველი ხალხის მიმართ და ძალიან შეშფოთებულია იმის გამო, რის გაკეთებას ცდილობს რუსეთი საქართველოში.
„ამიტომ ჩვენ მივყვებით მაგალითს, ჩვენ დავუწესებთ სანქციებს საკვანძო პირებს, ასევე ბიზნესს, სუბიექტებს, რომლებიც ჩართული არიან ადამიანის უფლებების დაღვევებსა თუ კორუფციაში ჩვენს სასანქციო რეჟიმზე დაყრდნობით. ასე რომ, ამ საკითხის შესახებ ჩემგან მეტს უახლოეს დღეებში გაიგებთ“, - განაცხადა დიპლომატმა.
დღეს ბალტიის ქვეყნებმა - ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს და შინაგან საქმეთა სამინისტროს 10 მაღალჩინოსანს სავიზო შეზღუდვები დაუწესა. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაჰკნას განცხადებით, მათ აღნიშნულ ქვეყნებში შესვლა აეკრძალათ საქართველოში კანონიერი საპროტესტო აქციების აგრესიული ჩახშობის გზით ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევაში მონაწილეობის გამო.
პრესკონფერენციაზე ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბაიბა ბრაჟემ წუხილი გამოთქვა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების გამო, რომ არ გაჰყვება ევროინტეგრაციის გზას 2028 წლამდე, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი მუდმივად აცხადებს - კარი ღიაა და საქართველოს მთავრობაზეა დამოკიდებული გაატაროს შესაბამისი რეფორმები, გაჰყვეს ხალხის მიერ მხარდაჭერილ გზას. ამასთან, ბაიბა ბრაჟემ აღნიშნა, რომ საქართველოში არსებული ვითარება - პროტესტიოს ჩახშობა, ასობით ადამიანის დაკავება და ძალადობა, არის ის, რაზეც ვერ გაჩუმდებიან. „ასე რომ, ჩვენ მივიღებთ ზომებს, რომელიც დამნაშავეებს შეეხება“, - თქვა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ამ თემაზე:
