მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ ხელი მოაწერა განკარგულებას მისი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრინების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე. პრეზიდენტის თქმით, მოლდოვამ ევროკომისიის ყველა რეკომენდაცია შეასრულა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 4 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 5 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 6 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
„ამგვარად, კანდიდატის სტატუსის მიღებიდან ორ წელში, 25 ივნისს, შედგება მოლდოვა-ევროკავშირის პირველი სამთავრობათაშორისო კონფერენცია, რომელიც სათავეს დაუდებს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს. ქვეყნის მოდერნიზაციის ძალისხმევის უკან სახელმწიფო უწყებებში დასაქმებული ათასობით ადამიანი დგას და თითოეული მათგანის მუშაობა გადამწყვეტ გავლენას ახდენს ჩვენი მიზნის მიღწევაზე, რაც 2030 წლისთვის ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მომზადებას გულისხმობს.
ევროკავშირის წევრობა ეს არის განვითარების ერთადერთი გზა, რომლითაც ჩვენ უზრუნველვყოფთ მშვიდობას, კეთილდღეობას და უკეთეს ცხოვრებას ჩვენი ყველა მოქალაქისთვის.
შემოდგომის რეფერენდუმზე მოლდოვის რესპუბლიკის მოსახლეობა გადაწყვეტს, არის თუ არა ეს ქვეყნის განვითარების მიმართულება და მემკვიდრეობა, რომელსაც მომავალ თაობებს ვუტოვებთ“, - განაცხადა მაია სანდუმ ევროინტეგრაციის ეროვნული კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ.
სხდომაზე მიიღეს მოლაპარაკებების ზოგადი პოზიცია, რომელსაც მთავრობა დაამტკიცებს. გარდა ამისა,მთავარ მომლაპარაკებლად დაინიშნა ვიცე-პრემიერი ევროინტეგრაციის საკითხებში, კრისტინა გერასიმოვი.
„წარმატებას ვუსურვებს ჩვენს დელეგაციას, რომელიც მომავალ კვირაში, ლუქემბრუგში მოლაპარაკებებს იწყებს“, - აღნიშნა მაია სანდუმ.
ცოტა ხნის წინ ევროკომისიაში განაცხადეს, რომ უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ოფიციალურად დასაწყებად ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებენ.
მოლდოვამ და საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ ოფიციალურიგანაცხადები 2022 წლის მარტში, უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ წარადგინეს. პირველმა ეს უკრაინამ გააკეთა. იმავე წლის ივნისში, ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს შემთხვევაში კი მხოლოდ მისი ევროპული პერსპექტივა აღიარა. ამასთან, ევროკომისიამ სამივე ქვეყანას, გაწევრიანების პროცესის შემდეგ ეტაპზე გადასვლისთვის რეკომენდაციები მისცა შესასრულებლად. 2023 წლის დეკემბერში ევროპულმა საბჭომ კანდიდატის სტატუსი საქართველოსაც მიანიჭა და მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების გახსნის შესახებ.
