ევროპულმა საბჭომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება გადაწყვიტა. ამის შესახებ საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა სოციალურ ქსელ X-ში (ყოფილი ტვიტერი) დაწერა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 Nestle-მ ჩვილ ბავშვთა საკვების ნაწილი გაყიდვებიდან ამოიღო ტოქსინის გამო
- 2 კადიროვმა თავისი 20 წლის ვაჟი, ახმატი, ჩეჩნეთის ვიცე-პრემიერად დანიშნა
- 3 ოთარ ფარცხალაძე ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაშია ბრალდებული
- 4 ტრამპის გადაწყვეტილებით, აშშ 66 საერთაშორისო ორგანიზაციას ტოვებს
- 5 ირაკლი ღარიბაშვილი მხნედაა, საზოგადოებისთვის გზავნილი არ დაუბარებია – ადვოკატი
- 6 ცხინვალში განაცხადეს, რომ ვენესუელის გადაწყვეტილების კანონიერება თბილისის შესაფასებელი არ არის
ამასთან, ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ.
როგორც შარლ მიშელი წერს, ევროკავშირი დაიწყებს მოლაპარაკებებს ბოსნია-ჰერცეგოვინასთან მას შემდეგ, რაც წევრობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის საჭირო ხარისხი იქნება მიღწეული და მოიწვია კომისია მოამზადოს შესაბამისი ანგარიში ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად.
„ეს არის იმედის ცხადი მესიჯი მათი ხალხებისა და ჩვენი კონტინენტისთვის“, - აღნიშნავს შარლ მიშელი.
დღევანდელი გადაწყვეტილებით ევროპულმა საბჭომ ევროკომისიის მიერ 8 ნოემბერს მიღებული რეკომენდაცია გაიზიარა. ევროკომისიის რეკომენდაცია იყო, საქართველოს მინიჭებოდა სტატუსი იმ დათქმით, რომ მთავრობა 9 მიმართულებით გადადგამს ნაბიჯებს. იმავდროულად, ევროკომისიამ უკრაინასა და მოლდოვასთან დაკავშურებით გაწევრიანების მოლაპარაკების დაწყების შესახებ რეკომენდაცია გასცა.
საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი 2022 წლის მარტში შეიტანეს. გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12-პუნქტიანი წინაპირობა დაუწესა. საქართველოს განაცხადზე კომისიის მიერ მომზადებულ დასკვნაში, პრიორიტეტებს შორის დასახელებული იყო პოლიტიკური პოლარიზაციის დასრულება, სასამართლო რეფორმის გატარება, დეოლიგარქიზაცია, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება, მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა და სხვა.
