„აზერბაიჯანის ავიახაზების“ სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც ბაქოდან გროზნოში მიფრინავდა, 25 დეკემბერს, დილით, ყაზახეთის ქალაქ აქთაუსთან ჩამოვარდა და ცეცხლი გაუჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, ბორტზე მყოფი 67 ადამიანიდან 28 გადარჩა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პირი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს
- 2 პროკურატურამ გორში ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილისთვის ბრალის წარდგენაზე უარი თქვა
- 3 6 პოლიციელი დააკავეს გორში მოქალაქეებზე ძალადობის ბრალდებით
- 4 „ყველა სცემდა, ვინც მოვიდა“ - გორში პოლიციელებმა მოქალაქეები სასტიკად სცემეს
- 5 „პოლიციელს ქვით დაუზიანა ჯანმრთელობა“ – შს მინისტრის მოადგილე გორში ძალადობაზე
- 6 ბოლო ერთ წელში სუს-ის მესამე თანამშრომელმა მოიკლა თავი
გამოცემა Orda.kz-ს თვითმხილველებმა უთხრეს, რომ ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ბორტზე ჟანგბადის ბალონი აფეთქდა. მათივე თქმით, მანამდე, ძრავში ფრინველები მოხვდნენ.
Embraer 190-ის ბორტზე 62 მგზავრი და ეკიპაჟის 5 წევრი იმყოფებოდა. როგორც ყაზახური მედია იუწყება, საავადმყოფოში 11 და 16 წლის დაშავებული მოზარდებიც გადაიყვანეს.
თვითმფრინავი გროზნოს აეროპორტში უნდა დამჯდარიყო, თუმცა ძლიერი ნისლის გამო მახაჩყალაში გადამისამართდა.
„აზერბაიჯანის ავიახაზების“ განცხადებით, პირველადი ინფორმაციით, ავიაკტასტროფის მიზეზი თვითმფრინავისა და ფრინველების გუნდის შეჯახება გახდა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის დავალებით, მომხდარის გარემოებების შესასწავლად, აქთაუში მთავრობის წარმომადგენლების დელეგაცია გაფრინდა.
„აზერბაიჯანის ავიახაზები“ აზერბაიჯანის უმსხვილესი ავიაკომპანია და ეროვნული ფლაგმანია, რომელიც 1992 წელს დაფუძნდა.
