სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში არასრულწლოვანი გოგონას გაუპატიურების ბრალდებით მისი მამა და მეზობელი დააკავეს. ბრალდებულებს 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 2 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 3 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 4 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 5 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 6 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ მამა, 47 წლის მამაკაცი არასრულწლოვან შვილთან, მისი ნების საწინააღმდეგოდ ამყარებდა სქესობრივ კავშირს, ფაქტის გახმაურების შემთხვევაში კი სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. შსს-ს განცხადებით, მამის მუქარას არასრულწლოვანი რეალურად აღიქვამდა, რის გამოც მომხდარს წლების განმავლობაში მალავდა.
გამოძიებით ასევე დადგინა, რომ გოგონასთან სქესობრივ კავშირს სისტემატიურად ამყარებდა მეზობელი, 28 წლის მამაკაციც.
საქმეზე გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გაუპატიურების და წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის გაუპატიურების ფაქტებზე მიმდინარეობს.
